ჩელსის მცველს პრემიერ ლიგის დატოვება სურს და ლა ლიგის გრანდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ჩელსის მცველს პრემიერ ლიგის დატოვება სურს და ლა ლიგის გრანდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

ჩელსის მცველს პრემიერ ლიგის დატოვება სურს და ლა ლიგის გრანდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:25

„ჩელსის“ ესპანელ მცველს მარკოს ალონსოს პრემიერ ლიგის დატოვება და სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნება სურს.

ინფორმაციას ამის თაობაზე იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

მადრიდის „რეალის“ აღზრდილი მარცხენა მცველი ამ ეტაპზე „ბარსელონასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით.

„ჩელსისთან“ კონტრაქტი ალონსოს მომდევნო ზაფხულს ეწურება და ამიტომ, პრემიერ ლიგის გუნდმა შესაძლოა მის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადოს, რათა გაისად უფასოდ არ დაკარგოს, როგორც წელს ეს ანდრეას კრისტენსენის და ანტონიო რუდიგერის შემთხვევაში ხდება.

შეგახსენებთ, რომ კრისტენსენი „ბარსაში“ გააგრძელებს კარიერას, რუდიგერი კი - მადრიდის „რეალში“.


კომენტარები
დაბრუნება ახლოვდება - ლამპარდი ინგლისურ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
დაბრუნება ახლოვდება - ლამპარდი ინგლისურ გუნდთან...
10-11-2021, 01:35
ნიუკასლი მადრიდის ატლეტიკოს მცველს 30 მილიონ ევროდ იმატებს
ნიუკასლი მადრიდის ატლეტიკოს მცველს 30 მილიონ...
20-12-2021, 01:30
ანჩელოტი: "ვინ არის რუდიგერი?"
ანჩელოტი: "ვინ არის რუდიგერი?"...
3-05-2022, 12:10
ფაბრიციომ დაადასტურა - "რეალმა" სამიზნესთან შეთანხმებას მიაღწია
ფაბრიციომ დაადასტურა - "რეალმა" სამიზნესთან...
2-05-2022, 22:37
„რეალი“ და რუდიგერი ყველა დეტალზე შეთანხმდნენ
„რეალი“ და რუდიგერი ყველა დეტალზე შეთანხმდნენ...
2-05-2022, 22:33
დიდი წმენდა იგეგმება - ჩელსიდან ზაფხულში შესაძლოა 11 ფეხბურთელი წავიდეს - ESPN
დიდი წმენდა იგეგმება - ჩელსიდან ზაფხულში შესაძლოა...
6-05-2022, 00:24
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно