
ჩუამენი მონაკოს აუცილებლად დატოვებს - ფეხბურთელისთვის ყველაზე აქტიურად სამი გუნდი იბრძვის
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:24
საყრდენი ნახევარმცველი ორელიან ჩუამენი „მონაკოს“ ზაფხულში დატოვებს.
RMC Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი მონეგასკურ კლუბს აუცილებლად დატოვებს განურჩევლად იმისა, თუ როგორ დაასრულებს „მონაკო“ ამ სეზონს.
ფეხბურთელის წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე თვეა ევროპულ კლუბებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ჩუამენისთვის ბრძოლაში „ლივერპული“, „რეალი“ და „ჩელსი“ ლიდერობენ.
„პსჟ-საც“ სურს ორელიენის გადაბირება, თუმცა თავად ფეხბურთელს საფრანგეთის დატოვება სურს. „მონაკო“ მის სანაცვლოდ 70 მლნ ევროს ითხოვს.
კომენტარები