
50 მილიონი ევრო - "რეალის" ვარსკვლავი გრანდებს სურთ
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-05-2022, 22:30
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი, კაზემირო ევროპული გრანდების რადარზე მოექცა.
კერძოდ, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელის დამატება მანჩესტერ "იუნაიტედს", "პსჟსა" და "იუვენტუსს" სურს.
მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ნახევარმცველი მადრიდული გრანდის ერთ-ერთ საყრდენ მოთამაშეს წარმოადგენს, ესპანური წყაროები მის გადაბარგებას მაინც განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ კაზემიროს "რეალთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს, Transfermarket-ზე დაყრდნობით, მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.
კომენტარები