
დემბელე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-05-2022, 22:28
"ბარსელონას" შემტევი უსმან დემბელე ფრანგი პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული გაერთიანების (UNFP) ჯილდოზეა წარდგენილი. 24 წლის შემტევი საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელებს შორის დასახელდა.
UNFP-ს ფეხბურთელებს სხვადასხვა ნომინაციაში 2002 წლიდან აჯილდოებს და ეს ჯილდო საკმაოდ პრესტიჟულია. 2016 წელს ახალი ნომინაცია დაემატა - საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი. პირველად ეს ჯილდო "ატლეტიკოში" მოთამაშე ანტუან გრიზმანმა მოიგო, შემდეგ 2-ჯერ "ჩელსის" ნახევარმცველმა, ნგოლო კანტემ, ბოლო ორ შემთხვევაში კი გამარჯვებული ქარიმ ბენზემა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დემბელე სტაბილურად თამაშობს, ალბათ არ არსებობს კითხვები, თუ ვინ მოიგებს ამ ჯილდოს წელს.
კომენტარები