ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონის ტურნირზე ვეღარ ითამაშებს » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონის ტურნირზე ვეღარ ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონის ტურნირზე ვეღარ ითამაშებს

ახალი ამბები / ჩოგბურთი
23-07-2020, 10:25
დაახლოებით ერთი კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანდემიის შემდეგ, საჩოგბურთო სამყარო სეზონს ვაშინგტონის ტურნირით განაახლებდა.

ხსენებული საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარი გახლდათ.

ATP–ის ორგანიზებით, ვაშინგტონის ტურნირი 14 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და მისი დასრულება 21 აგვისტოს იგეგმებოდა. Citi Open–ზე სულ 48 სპორტსმენი გამოვიდოდა, რომელთაგანაც 38 ძირითად ბადეში იყო, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ აღნიშნული გათამაშება აღარ ჩატარდება. 

იმის გამო, რომ ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა კვლავ შეზღუდულია, ჩოგბურთელების მოგზაურობა შეუძლებელი გახდა. 


უახლოეს პერიოდში კი შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება. უამრავ ქვეყანაში, ინფიცირების შემთხვევები კვლავ იმატებს და მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია. შესაბამისად, ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ Citi Open აღარ გაიმართოს.

ასევე გაუქმდა ვინსტონ–სალემის ტურნირიც. თავდაპირველი გეგმის თანახმად, მას სტარტი 23 აგვისტოს უნდა აეღო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედი ეწევა ნიუ–იორკის მასტერსს და აშშ–ს ღია პირველობას. 

ხსენებული ტურნირები 22 და 31 აგვისტოს უნდა დაიწყოს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში, ისინიც გაუქმდეს. ამ ეტაპზე არსებული კალენდრის შეცვლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 
კომენტარები
ბასილაშვილი Citi Open-ზე ითამაშებს
ბასილაშვილი Citi Open-ზე ითამაშებს...
17-07-2020, 13:36
ოფიციალურად: ფორმულა 1-ს წლევანდელი სეზონის კიდევ 3 გრან პრი გაუქმდა
ოფიციალურად: ფორმულა 1-ს წლევანდელი სეზონის კიდევ...
13-06-2020, 12:13
ადვოკატების ომი დაიწყო - ბასილაშვილი 100 000 დოლარის გადახდაზე ამბობს უარს, ყოფილი მეუღლე მტკიცებულებების გასაჯაროებაზე
ადვოკატების ომი დაიწყო - ბასილაშვილი 100 000...
26-05-2020, 00:16
მძლეოსნობაში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება
მძლეოსნობაში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი აღარ...
28-04-2020, 13:57
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно