მსოფლიო ჩოგბურთის ახალი სექს-სიმბოლო ხორვატიიდან... როგორ მოხიბლა სტენ ვავრინკა?
ახალი ამბები / ჩოგბურთი
18-07-2020, 10:17
რატომღაც, საჩოგბურტო კორტზე ლამაზი ახალბედა რომ ჩნდება ჟურნალისტები უმალ ახალ იარკლიყს აკრავენ - მსოფლიო ჩოგბურთის სექს-სიმბოლო. ალბათ იმიტომ, რომ ნსპორტის ამ სახეობაში მართლაც ბევრია ტანადი და ლამაზი ჩოგბურთელი და კონკურენცია მხოლოდ კორტზე არ მიმდინარეობს...
2019 წელი მეტად წარმატებული იყო 24 წლის ხორვატი დონა ვეკიჩისთვის, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ოცეულსი დამკვიდრდა. ამის მიზეზი მისი ქმარი, შვეიცარიელი ჩოგბურთელი სტენ ვავრინკაა, რომელიც დიდი სლემის სამი ტურნირის გამარჯვებულია.
დონა 1996 წელსაა დაბადებული. მამამისი პროფესიონალი მეკარე იყო, დედა - მძლეოსანი. მათ შვილი ბრიტანეთში მიაბარეს საჩოგბურთო აკადემიაში და 15 წლის დონა უკვე პროფესიონალებში გამოდიოდა. თუმცა მნიშვნელოვან წარმეტებებს ვერ აღწევდა. იგი რეიტინგში ასეულს მიღმა იყო, როცა სტენ ვავრინკა გაიცნო. სტენი და დონა მალე დაქორწინდნენ და ხშირად ნახავთ ვავრინკას მატჩებზე ლამაზ ქომაგს, რომელიც ქმარს აპლოდისმენტებს არ აკლებს.
თუმცა ერთ დღესაც მოსწყინდა სტენის ჩრდილში ყოფნა და ვავრინკას კატეგორიულად მოსთხოვა - მავარჯიშე ისე, რომ ასეულიდან 50-ეულში მაინც ავიდეო.
იმ დღიდან ვავრინკა ცოლის მწვრთნელად იქცა და კორტზე გონების მიხდამდე წვრთნიდა, რამაც შედეგი გამოიღო. როგორც მოგახსენეთ, დონა ვეკჩი მსოფლიოს რეიტინგში უკვე ოცეულშია. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ მისი შედეგები გაუმჯობესდება თუ არა, მალე ვნახავთ.

კომენტარები