ბასილაშვილი Citi Open-ზე ითამაშებს
ახალი ამბები / ჩოგბურთი
17-07-2020, 13:36
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონში გასამართ ტურნირში იასპარეზებს, რომლის სახელწოდებაცაა Citi Open 2020.
ტურნირი 14-დან 21 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება და მისი საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარია.
ჩოგბურთში ოფიციალური მატჩები მიმდინარე წლის მარტის მერე არ გამართულა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, Citi Open 2020 ATP-ს მიერ ორგანიზებული პირველი შეჯიბრია.
28 წლის ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგში 27-ე ადგილზეა და ის ტურნირის წინასწარ განაცხადში მოხვდა.
ვაშინგტონში საერთო ჯამში 48 ჩოგბურთელი იასპარეზებს. 38 მოთამაშე ძირითად ბადეშია და მათ შორის ქართველი სპორსტმენიცაა.
ბასილაშვილს შარშან Citi Open-ზე არ უთამაშია. მაშინ, ტურნირი ავსტრალიელმა ნიკ კირგიოსმა მოიგო, რომელმაც ფინალში დანილ მედვედევს 7:6, 7:6 სძლია.

კომენტარები