მაისაშვილი: 6 ერში თამაშზე ოფიციალურად არავის მოუმართავს » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
მაისაშვილი: 6 ერში თამაშზე ოფიციალურად არავის მოუმართავს

მაისაშვილი: 6 ერში თამაშზე ოფიციალურად არავის მოუმართავს

ახალი ამბები / რაგბი
17-07-2020, 00:04
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა rugger.info-სთან საუბარში "ბორჯღალოსნების" "6 ერში" თამაშის პერსპექტივაზე ისაუბრა.

"ეს ძალიან პოზიტიური ინფორმაციაა, მოვლენების ასეთი განვითარება ბრწყინვალე იქნებოდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ არაოფიციალური ვერსიაა. არც World Rugby-სა და არც "6 ერის" ორგანიზატორებისაგან ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, საქართველოს საკითხზე დამოუკიდებელი პერსონები საუბრობენ.

თუმცა, ცხადია, ეს საოცარი შესაძლებლობა იქნებოდა. განვითარებისათვის უმაღლესი დონის ნაკრებ გუნდებთან თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იქნება", - განაცხადა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ეროვნული გუნდის მოთამაშეების შესახებ გააკეთა, რომელთა


ნაწილი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ "შევარდენის" ბაზაზე ვარჯიშობს.
კომენტარები
რუსები საქართველოს ნაკრებს დასცინიან და გამოკითხვას ატარებენ
რუსები საქართველოს ნაკრებს დასცინიან და...
25-05-2020, 00:08
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно