
"გოლებმა არ გამაკვირვა, თავმდაბლობამ - კი", - ხავიმ გუნდის სამი ახალწვეული დაახასიათა
ახალი ამბები / ფეხბურთი
27-02-2022, 00:51
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა, თუ რით გააკვირვა გუნდში ზამთარში მოსულმა ფეხბურთელებმა.
„ტრანსფერების გარეშე ბევრად რთული იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა.
ობამეიანგის გოლების გატანის შესაძლებლობამ არ გამაკვირვა. თუმცა, მისი თავმჯდაბლობა, რომლითაც ის გუნდის სასიკეთოდ შრომობს, მისი პრესინგი, გამარჯვებების სურვილი - ამ თვალსაზრისით დიდი სუპრიზი დამხვდა.
ადამა ტრაორემ გამაოცა თავისი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც მოედანზე იღებს, ის ბევრად ჭკვიანი ფეხბურთელი გახდა.
ფერან ტორესი კი სულ სხვა, წარმოუდგენელი დონის ფეხბურთელი მგონია. მისი სივრცის ინტერპრეტირების ცოდნა და ბურთის შენარჩუნება - მსოფლიო დონეზე დგას. დიდებული ტრანსფერია, ბრწყინვალე ფეხბურთელი.“ - აღნიშნა ხავიმ.
კომენტარები