
შევჩენკო: "დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი და ეს ომი რუსეთის დაწყებულია"
ახალი ამბები / ფეხბურთი
25-02-2022, 00:50
"მილანის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ თავის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს.
"დილიდან დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც დაიწყო სწორედ რუსეთის მიერ. ჩემს ხალხს და ჩემს ოჯახს საფრთხე ემუქრება. ჩემს ხალხს მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა სურს.
გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ უკრაინას და მოვუწოდოთ რუსეთის მთავრობას, შეწყვიტოს მათი აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა.
ომი არ არის საჭირო. ომი არასდროს ყოფილა გამოსავალი", - განაცხადა უკრაინელმა ექს-ფორვარდმა. შეგახსენებთ, "ჯენოადან" წასვლის შემდეგ, "როსონერის" საკულტო შემტევი ჯერჯერობით უმუშევარია.
კომენტარები