"რონალდუს არ სურს იმაზე ფიქრი, რომ ასაკში შევიდა და დასვენება მეტად სჭირდება", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელი » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"რონალდუს არ სურს იმაზე ფიქრი, რომ ასაკში შევიდა და დასვენება მეტად სჭირდება", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელი

"რონალდუს არ სურს იმაზე ფიქრი, რომ ასაკში შევიდა და დასვენება მეტად სჭირდება", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელი

ახალი ამბები / ფეხბურთი
11-02-2022, 01:15

მან იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველმა, ლუკ ჩედვიკმა, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა, რომელიც „ბარნლისთან“ მატჩის შემდეგ ფანების მისასალმებლად არ დარჩა და პირდაპირ გასახდელისკენ უკმაყოფილად გაეშურა.

ამ შეხვედრაში პორტუგალიელი მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა, თუმცა თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ვერ დაეხმარა - მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

„ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ის უკმაყოფილოა, მას ყველა მატჩის სასტარტოში დაწყება უნდა. რონალდუს არ სურს იფიქროს იმაზე, რომ ასაკი ემატება და დასვენება უფრო მეტად ესაჭიროება.

ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და გრძნობს, რომ ყველა მატჩი სასტარტოში უნდა დაიწყოს. 

დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ის იმედგაცრუებულია. მას ჰქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, თუმცა მატჩზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა. თუმცა, არამგონია, რომ ახლა უნდა ვიდარდოთ იმაზე, მასზე ფანებმა ცუდი რაიმე არ იფიქრონ.

ის კლუბის ცოცხალი ლეგენდაა, ის შემტევია და როცა უკმაყოფილოა, არ ერიდება ამის დამალვას. აქ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ.

ის დაბადებულია გამარჯვებულად და სულ წარმატებების მიღწევა სურს.“ - აღნიშნა ჩედვიკმა.


კომენტარები
ოქროს სიტყვები - რას ეუბნებოდა რონალდუს ელანგას მატჩის დასრულების შემდეგ
ოქროს სიტყვები - რას ეუბნებოდა რონალდუს ელანგას...
7-02-2022, 01:23
კავანი და მანჩესტერის კიდევ ორი ფეხბურთელი, რომელიც რონალდუს სტატუსით უკმაყოფილოა
კავანი და მანჩესტერის კიდევ ორი ფეხბურთელი,...
6-01-2022, 17:19
"რონალდუ პრემიერ ლიგის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი არ არის", - უილშირი
"რონალდუ პრემიერ ლიგის საუკეთესო პორტუგალიელი...
8-12-2021, 01:51
ცნობილი გახდა სიტისთან კრიშტიანუს მოლაპარაკებების დეტალები - რაში შეეპარა ეჭვი პორტუგალიელს?!
ცნობილი გახდა სიტისთან კრიშტიანუს მოლაპარაკებების...
24-01-2022, 01:14
"რონალდუს ვთხოვე, რომ გოლი არ გაეტანა, მან კი სმაილებით მომიბოდიშა", - ლონდონელი ფანის ისტორია
"რონალდუს ვთხოვე, რომ გოლი არ გაეტანა, მან კი...
14-12-2021, 01:14
ფერდინანდი: "მანჩესტერში რანგნიკი რონალდუზე მორგებული ტაქტიკის შემუშავებას ცდილობს"
ფერდინანდი: "მანჩესტერში რანგნიკი რონალდუზე...
9-12-2021, 01:29
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно