მორაგბეები, ძიუდოისტი, ფეხბურთელი - ვინ არიან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები?

მორაგბეები, ძიუდოისტი, ფეხბურთელი - ვინ არიან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები?

ახალი ამბები
30-06-2020, 00:16
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად უკვე დაადასტურა, მეტიც, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს და დანაშაულის კვალიფიკაციაც დამძიმდეს.

ამ ეტაპზე დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობას ედავებიან. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს

შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. 


 ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით ისევ მცხეთაში გაემგზავრა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და ფიზიკური შეუასევე დაგაინტერესებთ

რაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გურამ (გუკა) ამირხანაშვილი იპოვეს და მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. გამოძიების თქმით, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, უწყებაში ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე გრძელდება.

"126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ,"- აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები
გურჯაანში სისხლიან გარჩევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გურჯაანში სისხლიან გარჩევას ერთი ადამიანი...
29-06-2020, 11:56
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა დაიწყო. ვის რამდენი წელი მიესჯება..
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებისთვის...
27-06-2020, 14:21
ოთახიდან არ გამოდიოდა, წიგნს კითხულობდა” – მწვრთნელი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ძიუდოისტზე
ოთახიდან არ გამოდიოდა, წიგნს კითხულობდა” –...
26-06-2020, 15:29
რა ჩანს ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მტკიცებულებაა
რა ჩანს ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც გიორგი...
26-06-2020, 12:07
კურიერის" ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი ფიგურირებს, ფედერაციის პრეზიდენტი ადასტურებს
კურიერის" ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი...
25-06-2020, 17:03
"ის, ახლა უგონოდ არი, და ალბათ შეშინებულია და დახმარება სჭირდება"
"ის, ახლა უგონოდ არი, და ალბათ შეშინებულია და...
22-06-2020, 12:47
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно