
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია - რას აპირებს ანჩელოტი
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-02-2022, 15:37
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" კარიმ ბენზემას არყოფნა საკმაოდ დაეტყო - გასულ შეხვედრებში სამეფო კლუბის შეტევა კრიტიკას ვერ უძლებს.
კოპა დელ რეის 1/4 ფინალში სამეფო კლუბი "ბილბაოს" შეხვდა, კარლო ანჩელოტიმ კი გადაწყვიტა, რომ ბასკურ გუნდთან სათამაშოდ ისეთი თერთმეტეული გაეყვანა, რომელსაც ნომინალური ფორვარდი არ ეყოლებოდა.
რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ შედეგი ვერ გამოიღო - "ბლანკოსის" შეტევები უფანტაზიო იყო, შეხვედრა კი მარცხით დასრულდა.
როგორც DefensaCentral წერს, იტალიელმა სპეციალისტმა შეტევითი სარგებლის გაზრდის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
ანჩელოტი ნახევარდაცვით ტრიოს (მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო) თხოვს, რომ შეტევაში უფრო აქტიურად ჩაერთონ.
ყველამ კარგად ვიცით, როგორი სახიფათო გასროლები აქვთ ტონი კროოსსა და ლუკა მოდრიჩს და შესაძლოა, კაზემიროს შეტევითი მომენტებიც გახსოვდეთ,
განსაკურებით, ჩემპიონთა ლიგიდან.
ასე და ამგვარად, "რეალის" მთავარი მწვრთნელი "გრანადასთან" მატჩისთვის გუნდის შეტევაზე დაგეშვას გეგმავს.
კომენტარები