მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს როგორ კეტავთ? კარგით რაა...“ - გიორგი ფხაკაძის ემოციური მიმართვა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს როგორ კეტავთ? კარგით რაა...“ - გიორგი ფხაკაძის ემოციური მიმართვა

მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს როგორ კეტავთ? კარგით რაა...“ - გიორგი ფხაკაძის ემოციური მიმართვა

ზოგადი
1-05-2021, 20:36
ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს“ - ამის შესახებ პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლისას ყოველთვის მიდის დედის საფლავზე. ფხაკაძე ასევე ამბობს, რომ სააღდგომოდ, როცა ყველაფერი ღიაა, საფლავების ჩაკეტვა გაუმართლებელია. მისი თქმით, საფლავებზე ქეიფისა და ღრეობის პრევენცია პატრულსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეუძლიათ.

„ქუთაისში ძალიან ლამაზი სახლი მქონდა, ჩემი სული და გულია იმ სახლში ჩადებული. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა გამოქანდაკებული, ის სახლი შემდეგ ჩემმა მეგობარმა იყიდა. მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი.

როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ყოველთვის გავდივარ დედის საფლავზე. მე დედაჩემი ძალიან მიყვარს. არასდროს ვიტყვი - „მიყვარდა“, დედა სულ გიყვარს.

როცა ქუთაისში ჩავდივარ, ყოველთვის გავდივარ დედაჩემის საფლავზე. ხომ დაგიგროვდება ცხოვრებაში ადამიანს რაღაცები, ზოგჯერ რაღაცებს ვერავის ვერ ეტყვი, საერთოდ ვერავის ვერ ეტყვი - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი. დედის წინაშე რა უნდა დამალო. დედამ ყველაფერი იცის, დედა ყველაფერს გრძნობს. შენ ხმა რომ არ ამოიღო, დედამ მაინც ყველაფერი იცის....დედას ყველაფერი უნდა უთხრა. მე დედაჩემს ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი... ახლაც რომ ჩამოვდივარ, მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს. მას ესმის, ვიცი.

აღდგომა ჩემთვის დღესასწაულია. სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.

გეტყვით - რატომ. კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამიანი გავიდეს?! კარგით რა! ეს ვითომ მოქალაქეებზე ფიქრი, ვითომ ეპიდემიოლოგია, ვითომ ექსპერტიზა - არ გვინდა რა, ამდენი დაბოლება. საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება მომატებულია, ვიცი, და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ ზეგავლენის ქვეშ არიან.

ჩემი მოსაზრება მარტივია - მეტრო დაკეტე, კინოთეატრი დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე - გეუბნები, ინფექცია სად არის. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! - კარგი რა! ბოლოს და ბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?!

მე ვფიქრობ შემდეგს - ჩვენი წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია. მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!

თუ მთელი ქვეყანა იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?! ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაკეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ" - აცხადებს ფხაკაძე.

კომენტარები
"Სოფელში დიდი სახლი და ეზო გვქონდა თბილიში კი, ......გამიჭორდა შეგუება......"-გიორგი ღოღობერიძე
"Სოფელში დიდი სახლი და ეზო გვქონდა თბილიში კი,...
21-04-2021, 20:52
მოუშუშებელი იარა დამიტოვა…” – გიორგი ღოღობერიძეს პირდაპირ ეთერში ცრემლები წამოუვიდა. სულისშემძვრელი კადრები (ვიდეო)
მოუშუშებელი იარა დამიტოვა…” – გიორგი ღოღობერიძეს...
15-04-2021, 20:57
ჩემს ქმარს დღემდე ვღალატობ და, სინდისის ქენჯნას საერთოდ არ განვიცდი..
ჩემს ქმარს დღემდე ვღალატობ და, სინდისის ქენჯნას...
18-04-2021, 20:39
თინა კანდელაკი: საკაშვილი არის ყალბი რეფორმატორი, ყალბი პოლიტიკოსი, ყალბი ქართველი და ეხლა უკვე ყალბი უკრაინელიც“
თინა კანდელაკი: საკაშვილი არის ყალბი რეფორმატორი,...
7-04-2021, 20:33
ვის უფრო რთული კალენდარი აქვს? ლა ლიგაში საჩემპიონო ბრძოლა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება
ვის უფრო რთული კალენდარი აქვს? ლა ლიგაში...
12-04-2021, 01:24
შენ უნდა შეგეღება და გაგეგორებინა კვერცხი ჩემს საფლავზე... ყოველი გასული დღე მაახლოებს შენთან შეხვედრის თარიღს" - ბაჩალიაშვილის დედის უმძიმესი წერილი
შენ უნდა შეგეღება და გაგეგორებინა კვერცხი ჩემს...
1-05-2021, 19:55
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно