ცნობილი გახდა სიტისთან კრიშტიანუს მოლაპარაკებების დეტალები - რაში შეეპარა ეჭვი პორტუგალიელს?! » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ცნობილი გახდა სიტისთან კრიშტიანუს მოლაპარაკებების დეტალები - რაში შეეპარა ეჭვი პორტუგალიელს?!

ცნობილი გახდა სიტისთან კრიშტიანუს მოლაპარაკებების დეტალები - რაში შეეპარა ეჭვი პორტუგალიელს?!

ახალი ამბები / ფეხბურთი
24-01-2022, 01:14

ცნობილი გახდა „მანჩესტერ სიტის“ და კრიშტიანუ რონალდუს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები, რომელიც გასულ ზაფხულს შედგა.
The Athletic-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი „ქალაქელებთან“ მოლაპარაკებებს მართავდა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს, რომელშიც იმ დროს რონალდუ იმყოფებოდა, ეგონათ, რომ ის სწორედ „სიტიში“ აღმოჩნდებოდა.
თუმცა, უშუალოდ ტრანსფერის წინ კრიშტიანუს ეჭვები გაუჩნდა, რადგან გრძნობდა, რომ „სიტიში“ მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნებოდა.
შემდეგ, „მან სიტიც“ დაეჭვდა ასეთი ტრანსფერის საჭიროებაში. თვდაპირველად კლუბი ფიქრობდა, რომ რაჰიმ სტერლინგი „ბარსელონაში“ წავიდოდა, რად რონალდუს გამოუთავისუფლებდა ადგილს, თუმცა ინგლისელმა დარჩენა გადაწყვიტა.
„მან სიტის“ არც რიად მაჰრეზის და ბერნარდუ სილვას თაობაზე ჰქონდა შემოთავაზებები, რომელთა გაყიდვასაც კლუბი აქტიურად განიხილავდა. ამ პირობებში, პეპ გვარდიოლა დაეჭვდა, რომ რონალდუს ადგილი მისი გუნდის სასტარტოში იქნებოდა.
მანჩესტერულ გრანდთან დაახლოებული პირები იტყობინებიან, რომ მოლაპარაკებები კლუბის ინიციატივით შეწყდა, თუმცა „იუნაიტედის“ აზრით, კლუბი ამით უბრალოდ თავს იმართლებს.
ამ სეზონში 36 წლის პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 24 მატჩ ჩაატარა და 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. 


კომენტარები
სტერლინგი ბარსელონაში? - სიტიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
სტერლინგი ბარსელონაში? - სიტიმ საბოლოო...
26-11-2021, 01:28
ცივი უარი სიტისგან - ცნობილია მიზეზი, თუ რატომ დააგვიანა ბარსელონამ ტორესის ტრანსფერის დადასტურება
ცივი უარი სიტისგან - ცნობილია მიზეზი, თუ რატომ...
5-01-2022, 01:39
„რონალდუს მხოლოდ საკუთარი გოლები აღელვებს, კრიშტიანუს გუნდში მისვლის შემდეგ ყველაფერი აირია"
„რონალდუს მხოლოდ საკუთარი გოლები აღელვებს,...
31-12-2021, 01:58
"რონალდუს ეგოიზმმა შეიწირა სარი და პირლო, შემდეგი სოლსკიაერია", - The Guardian-ის ჟურნალისტი
"რონალდუს ეგოიზმმა შეიწირა სარი და პირლო, შემდეგი...
28-10-2021, 01:24
3 მიზეზი, თუ რატომ ვერ გაიფორმებს ბარსელონა სტერლინგს
3 მიზეზი, თუ რატომ ვერ გაიფორმებს ბარსელონა...
13-11-2021, 01:29
"რონალდუ იუვენტუსში ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ თავზე და არა გუნდზე", - ტურინელთა ყოფილი შუახაზელი
"რონალდუ იუვენტუსში ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ თავზე...
18-10-2021, 12:22
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно