
„რონალდუს მხოლოდ საკუთარი გოლები აღელვებს, კრიშტიანუს გუნდში მისვლის შემდეგ ყველაფერი აირია"
ახალი ამბები / ფეხბურთი
31-12-2021, 01:58
ასტონ ვილასა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გაბრიელ აგბონლაჰორმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. აგბონლაჰორმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება „წითელი ეშმაკების“ სხვა ფეხბურთელებს პრობლემებს უქმნის.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რონალდუს მხოლოდ საკუთარი გოლები აღელვებს. ნიუკასლთან მატჩში, იგი ხელებს მაღლა წევდა, რადგან მეტოქის კარის აღების შანსები არ ეძლეოდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მოედნიდან გაბრაზებული გავიდა. წარმომიდგენია გასახდელში რა გაბრაზებული იქნებოდა...
რაშფორდის, გრინვუდის ან სანჩოს ადგილას რომ ვიყო, მეტოქის კარისკენ დარტყმის შემეშინდებოდა. ყოველთვის, როცა ისინი დარტყმას ახორციელებენ, კრიშტიანუ ხელებს მაღლა წევს და ამბობს: „პასი რატომ არ მომეცი?“
მანჩესტერის გასახდელში ჰარმონია აღარაა. რონალდუს გუნდში მისვლის შემდეგ, რაშფორდი და გრინვუდი ძირითადში ვეღარ ხვდებიან, რაც შემთხვევითობა არაა. მათ საკუთარი თავის წარმოჩენა არ გამოსდით, რადგან გონებაში ასეთი ფიქრები უტრიალებთ: „რონალდუს გადაცემა უნდა გავუკეთო და კრიშტიანუს მომენტი უნდა შევუქმნა“. ზემოთ ხსენებული სამეულიდან ერთ-ერთი რომ ვიყო, კლუბის ხელმძღვანელობას ვკითხავდი, მიზეზს, თუ რატომ მოიყვანეს რონალდუ მანჩესტერში. კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ იმ დონეზე აღარაა, რა დონეზეც წლების წინ იყო“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კრიშტიანუმ „წითელი ეშმაკების“ მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. პორტუგალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 13 გოლი დაა 2 შედეგიანი გადაცემა გახლავთ.
კომენტარები