სკალონი: „არ ვიცი, რა გააკეთა მესიმ საიმისოდ, რომ მსაჯს მისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა“

სკალონი: „არ ვიცი, რა გააკეთა მესიმ საიმისოდ, რომ მსაჯს მისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა“

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-06-2020, 00:08
ჩილესთან მოგებული მატჩის შემდეგ არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ჟურნალისტებთან ლეო მესის წითელ ბარათზე ისაუბრა:

„არ ვიცი, რა გააკეთა მესიმ საიმისოდ, რომ მსაჯს მისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა. როდესაც ნაკრების რომელიმე მოთამაშეს ჩაგრავენ, ეს გუნდის ყველა ფეხბურთელის დაჩაგვრაა. როდესაც გუნდის ფეხბურთელს უსამართლოდ ექცევიან, გვერდს ვერ ავუვლით.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ფინალში უნდა ვიყოთ, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო, მხოლოდ მესამე ადგილით უნდა დავკმაყოფილდეთ.“

შეგახსენებთ, რომ ჩილესა და არგენტინის მატჩის 37-ე წუთზე ლეო მესისა და გარი მედელს შორის ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მთავარმა მსაჯმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. ამ ფაქტმა არგენტინელთა კაპიტანი გააბრაზა და მან მედლის მიღებაზე უარი განაცხადა.
კომენტარები
სკალონი: "მესის გვერდით თამაში ლაუტაროს კარიერისთვის უკეთესი იქნება"
სკალონი: "მესის გვერდით თამაში ლაუტაროს...
4-06-2020, 00:19
ბუნდესლიგა - ლაიფციგისა და ჰერტას მატჩი ფრედ დასრულდა
ბუნდესლიგა - ლაიფციგისა და ჰერტას მატჩი ფრედ...
28-05-2020, 00:09
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლო ტრანსფერს...
21-05-2020, 00:01
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно