
ანჩელოტიმ ხავის უპასუხა: "ამჟამად ლა ლიგაში ბარსა ჩვენი პირდაპირი კონკურენტი არ არის"
ახალი ამბები / ფეხბურთი
19-12-2021, 01:25
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
აქამდე, "ბარსელონას" დამრიგებელმა, ხავიმ განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდს ლა ლიგის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს.
"ამჟამად ჩვენი პირდაპირი კონკურენტი არ არის, რადგან სხვა გუნდები უფრო არიან ჩვენთან ახლოს. მაგრამ ზრდის პოტენციალი აქვთ".
"ბარსელონას" მწვრთნელი რომ ვიყო, მეც იმას ვიტყოდი, რაც ხავიმ თქვა", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "რეალი" 42 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ბარსელონა" კი მე-8 პოზიციაზეა და "სამეფო კლუბს" 18 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები