როჯერს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
როჯერს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა

როჯერს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა

ახალი ამბები / ჩოგბურთი
10-06-2020, 13:56
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს კიდევ ერთი გადატანილი ოპერაციის შესახებ ამცნო და ისიც დაამატა, რომ კორტებზე დაბრუნებას 2021 წლამდე ვეღარ შეძლებს.

"ძვირფასო გულშემატკივრებო,
ვიმედოვნებ, რომ უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ხართ.
რამდენიმე კვირის წინ, რეაბილიტაციის დროს მუხლში დისკომფორტი ვიგრძენი, რის გამოც მარჯვენა მუხლზე კიდევ ერთი ართროსკოპიული პროცედურის გავლა მომიწია. ახლა, ისევე როგორც 2017 წლის სეზონის წინ, ვგეგმავ რომ საჭირო პაუზა ავიღო, რათა 100 პროცენტით მოვემზადო და თამაში ისევ მაღალ დონეზე შევძლო. ძალიან მომენატრება ტურები და გულშემატკივრები. ვიმედოვნებ, რომ 2021 წლის დასაწყისში დავბრუნდები", - წერს სოციალურ ქსელში 38 წლის ჩოგბურთელი.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა პირველი ოპერაცია მარჯვენა მუხლზე მიმდინარე წლის თებერვალში გაიკეთა და მისი დაბრუნება წლის მესამე კვარტალში იგეგმებოდა.
კომენტარები
ხაბიბი: მამა ძალიან მძიმედაა
ხაბიბი: მამა ძალიან მძიმედაა...
21-05-2020, 18:20
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცლილი 39 წელს..
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა,...
14-05-2020, 22:06
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно