
კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგაში ატლეტიკოს წინააღმდეგ პირადი წარუმატებელი სერია შეწყვიტა
ახალი ამბები / ფეხბურთი
13-12-2021, 12:53
ლა ლიგის მე-17 ტურში მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თანაქალაქელი „ატლეტიკო“ დაამარცხა.
„ბლანკოსმა“ 2:0 კარიმ ბენზემას და მარკო ასენსიოს გოლებით მოუგო.
კარლო ანჩელოტისთვის ეს ლა ლიგის ფარგლებში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მოპოვებული პირველი გამარჯვებაა, ამისათვის იტალიელს „მელეიბეების“ წინააღმდეგ ხუთი მატჩის ჩატარება დასჭირდა.
აქამდე, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ჩატარებულ ოთხ მატჩში (2013/14 და 2014/15-სეზონებში), ანჩელოტის 1 ფრე და 3 მარცხი ჰქონდა დაფიქსირებული.
თუმცა, ასეთი ცუდი შედეგი კარლოს მხოლოდ ლა ლიგაში ჰქონდა - სიმეონეს გუნდის დამარცხება მან სამეფო თასზეც მოახერხა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და მეოთხედფინალში.
ცნობისთვის, ანჩელოტი იყო „რეალის" ერთადერთი მწვრთნელი ისტორიაში, რომელმაც „ატლეტიკოს" დამარცხება ლა ლიგის პირველ ოთხ მატჩში ვერ მოახერხა.
კომენტარები