საქართველოს 6 ერში მიიწვევენ?! » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
საქართველოს 6 ერში მიიწვევენ?!

საქართველოს 6 ერში მიიწვევენ?!

ახალი ამბები / რაგბი
8-06-2020, 00:17
იტალიური გამოცემა oasport.it ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელი ბილ სვინის კომენტარს აქვეყნებს და თან, საკუთარ პროგნოზსაც ახმოვანებს, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს "6 ერის" გათამაშება.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო სპორტული კალენდარი შეცვალა და ბუნებრივია, ცვლილებების რაგბისაც შეეხო. ყველაფერთან ერთად ეჭვქვეშ დააყენა ნოემბრის ტესტ მატჩების ჩატარებაც. რა მოხდება, თუ ბრიტანული ნაკრებები ევროპაში ჩამოსვლაზე უარს იტყვიან და საკუთარ გათამაშებას მოაწყობენ. ამ და სხვა სავარაუდო სცენარზე სწორედ სვინიმ ისაუბრა.

"თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ "6 ერში" გადაუდებელი მდგომარებით განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დროებითი იქნება და ფორმატის ახლებურ

ჩამოყალიბებასთან საქმე არ გვექნება.

"6 ერი" განსაკუთრებული შეჯიბრებაა, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც კი, რომელსაც უნიკალური სტრუქტურა, ტრადიაცია და შარმი გააჩნია. თუმცა, მოცემული მდგომარეობა ყურადღების მიღმა ვერ დარჩება და იქნებ, წელს ალტერნატული ვერსიაც მივიღოთ, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება მისი უნიკალურობის გამო, რადგან ასეთი ფორმით ის აღარასდროს განმეორდება.

რა ჰიპოთეზები გვაქვს განსახილველად? პირველ რიგში, უკვე რამდენჯერმე ნათქვამი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც "6 ერის" ფარგლებში არა 5, არამედ 10 მატჩი ჩატარდება და შინ-გასვლა ფორმატი იქნება. მატჩების ნახევარი ტესტ-მატჩების ნაცვლად შემოდგომაზე ჩატარდება, ხოლო დარჩენილი შეხვედრები კი, ტრადიციულად, თებერვალ-მარტში. თუმცა ვიმეორებ, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება."

მეორე ჰიპოთეზა კი გახლავთ შეჯიბრის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარება და 2020 წლის გამარჯვებულის ასე გამოვლენა.

მესავე ვარიანტი კი შეჯიბრებაში "6 ერის" ტრადიციულ გუნდებთან ერთად არამონაწილე ქვეყნების მიწვევას გულისხმობს. მართალია, სვინის გადაწყვეტილებით ჯერ ამ ნაკრებთა ვინაობა გარკვეულ იარაა, თუმცა იტალიური გამოცემა წერს, რომ პირველ რიგში საქართველო მოიაზრება, რომელიც "6 ერის" კარზე წლებია აკაკუნებს.

იტალიური წყაროს ცნობით, ეს შესაძლოა ყველაზე მიმზიდველი გადაწყვეტილება არ იყოს, თუმცა გარკვეულწილად, ამ ნაბიჯს შეუძლია იტალიის სავარაუდო ჩანაცვლების შესახებ არსებულ ჭორებს ბოლო მოუღოს.

კომენტარები
ტოკიოს ოლიმპიადა შესაძლოა გაუქმდეს
ტოკიოს ოლიმპიადა შესაძლოა გაუქმდეს...
30-05-2020, 00:14
რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!
რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? -...
22-05-2020, 14:22
ზურაბ ბოქოლიშვილი: კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის პროცენტის მიხედვით
ზურაბ ბოქოლიშვილი: კატასტროფული მდგომარეობა...
21-05-2020, 00:01
100 მილიონი მსოფლიო რაგბისგან – რამდენი ერგება საქართველოს?
100 მილიონი მსოფლიო რაგბისგან – რამდენი ერგება...
17-04-2020, 13:07
დავით მუჯირი: „შეიძლება ითქვას, რომ სეზონის 36 ტურად ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელია"
დავით მუჯირი: „შეიძლება ითქვას, რომ სეზონის 36...
4-04-2020, 18:24
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно