ფერდინანდი: "მანჩესტერში რანგნიკი რონალდუზე მორგებული ტაქტიკის შემუშავებას ცდილობს" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ფერდინანდი: "მანჩესტერში რანგნიკი რონალდუზე მორგებული ტაქტიკის შემუშავებას ცდილობს"

ფერდინანდი: "მანჩესტერში რანგნიკი რონალდუზე მორგებული ტაქტიკის შემუშავებას ცდილობს"

ახალი ამბები / ფეხბურთი
9-12-2021, 01:29

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, რიო ფერდინანდმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის ტაქტიკაში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს როლის შესახებ ისაუბრა.

"გუნდის ტაქტიკას ადაპტირებს ისეთი სუპერვარსკვლავისთვის, როგორიც რონალდუა. არ დაგავიწყდეთ, "შალკეში" მას რაულის სახით ერთი დაბერებული სუპერვარსკვლავი ჰყავდა და ყველაფერი შეცვალა, რათა ასეთი კალიბრისა და კლასის ფეხბურთელი თამაშს მორგებოდა".

"გასულ უქმეებზე გამართული მატჩი ვიხილეთ და გუნდის თამაშში დიდი განსხვავება დავინახეთ - ფორმაშიც და პრესინგშიც. ვფიქრობ, რონალდუ ამაზე წავა, რადგან სურს წარმატებული იყოს".

"როცა ფეხბურთელს მისნაირი გოლები გააქვს, გუნდს ზოგჯერ შეცვლა და ასეთ ფეხბურთელთან მორგება უწევს", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს The Sun.

მიმდინარე სეზონში 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა


კომენტარები
სოლსკიაერი: "მანჩესტერ იუნაიტედისთვის რონალდუ იგივეა, რაც ჩიკაგოსთვის ჯორდანი იყო"
სოლსკიაერი: "მანჩესტერ იუნაიტედისთვის რონალდუ...
5-11-2021, 01:20
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ...
7-12-2021, 01:08
ჰოლანდის მამა ერლინგის ტრავმის შესახებ: "ნაკლებად სავარაუდოა, რომ შობამდე შეძლოს თამაში"
ჰოლანდის მამა ერლინგის ტრავმის შესახებ: "ნაკლებად...
5-11-2021, 01:14
რანგნიკის მოსვლის მიუხედავად, პოჩეტინო მანჩესტერში მუშაობის ინტერესს ინარჩუნებს
რანგნიკის მოსვლის მიუხედავად, პოჩეტინო...
8-12-2021, 01:50
კავანი ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს და სასურველი კლუბი უკვე შეარჩია?
კავანი ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს და...
3-12-2021, 01:47
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно