მერაბ კვირიკაშვილი, რიჩი მაკკოუ, ბრაიან ჰაბანა და სხვები.. » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
მერაბ კვირიკაშვილი, რიჩი მაკკოუ, ბრაიან ჰაბანა და სხვები..

მერაბ კვირიკაშვილი, რიჩი მაკკოუ, ბრაიან ჰაბანა და სხვები..

ახალი ამბები / რაგბი
7-06-2020, 00:03
გამოცემა ULTIMATE RUGBY–მ შეადგინა საუკეთესო თხუთმეტეული, რომელიც დაკომპლექტებულია იმ მორაგბეებისგან, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული და ისინი შეირჩნენ პოზიციების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ისეთი სახელოვანი სპორტსმენების გვერდით, როგორებიც არიან ბრაიან ჰაბანა, ჯორჯ გრეგანი, რიჩი მაკკოუ და სხვები, ჩვენებურიც მოხვდა. მერაბ კვირიკაშვილი ზემოთხსენებულმა გამოცემამ მოიხსენია როგორც ლეგენდა.
ჩვენებური 15 ნომრად, ფულბექის პოზიციაზე გაამწესეს. კვირიკაშვილმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 115–ჯერ იასპარეზა და მან უდიდესი წვლილი შეიტანა ეროვნული ნაკრების განვითარებასა და გამარჯვებებში.
ხსენებული გამოცემის მიერ შემოთავაზებული თხუთმეტეული ასე გამოიყურება.
1. გეთინ ჯენკინსი – უელსი
2. კევენ მეალამუ – ახალი ზელანდია
3. მარტინ კასტროჯოვანი – იტალია
4. ალუნ ვინ ჯოუნსი – უელსი
5. ვიქტორ მეტფილდი – სამხრეთ აფრიკა
6. ჯორჯ სმიტი – ავსტრალია
7. რიჩი მაკკოუ – ახალი ზელანდია
8. სერჟიო პარისე – იტალია
9. ჯორჯ გრეგანი – ავსტრალია
10. რონან ო'გარა – ირლანდია
11. ბრაიან ჰაბანა – სამხრეთ აფრიკა
12. ფლორინ ვლაიჩუ – რუმინეთი
13. ბრაიან ო'დრისკოლი – ირლანდია
14. ადამ ეშლი–კუპერი – ავსტრალია
15. მერაბ კვირიკაშვილი – საქართველო

"თამაშის ლეგენდა საქართველოში – მერაბ კვირიკაშვილი. კარიერის საწყის ეტაპზე, ის ცხრა ნომრის პოზიციაზე ასპარეზობდა, ხოლო შემდეგ 15 ნომრად გადაინაცვლა. მას ეკუთვნის არაერთი რეკორდი ეროვნულ ნაკრებში და თავისი გუნდის საუკეთესო მექულე გახლავთ", – ნათქვამია ჩვენებურზე.
შეგახსენებთ, რომ "მეკო" ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2003 წლიდან ირიცხებოდა. 115 მატჩში კი "ბორჯღალოსნებს" 838 ქულა მოუტანა.
კომენტარები
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно