კარაგერი: "მესი, მბაპე და ნეიმარი მგზავრები არიან, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი არ აქვს" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
კარაგერი: "მესი, მბაპე და ნეიმარი მგზავრები არიან, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი არ აქვს"

კარაგერი: "მესი, მბაპე და ნეიმარი მგზავრები არიან, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი არ აქვს"

ახალი ამბები / ფეხბურთი
26-11-2021, 01:32

"ლივერპულის" ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს.

მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის ეგიდით, პარიზელები გუშინ სტუმრად "მანჩესტერ სიტისთან" (1:2) დამარცხდნენ.

"მაგალითად, ავიღოთ ის ოთხი გუნდი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს - "სიტი", "ლივერპული", "ჩელსი" ან "ბაიერნი", - მათ მგზავრები არ ჰყავთ".
"პსჟ"-ს სამი მგზავრი ჰყავს (მესი-მბაპე-ნეიმარი). ჩემპიონთა ლიგის მოგების არანაირი შანსი არ აქვთ, საერთოდ არანაირი შანსი".

"მბაპეს შემთხვევაში კიდევ უფრი მწყინს. მესის გარკვეულწილად მესმის, 34 წლის არის, გარკვეულ მომენტებში თავს უნდა მიხედოს".

"მაგრამ მბაპე 22 წლის არის, უკან უნდა დაბრუნდეს, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თანაგუნდელებს დაეხმაროს. მოედანზე სიარული ჩემთვის არ არის.

უბრალოდ ვერ შევეგუები. ჩემთვის სულერთია, რამდენად კარგები არიან, გუნდზე არ მუშაობენ. მგზავრთა გადაყვანის დღეები დიდი ხანია გავიდა".

"ამას ვლაპარაკობდი რონალდუზეც, თუმცა მას გოლები მაინც გააქვს. რონალდუ უბურთო მგზავრია, მისი გოლები ამას ანაზღაურებს. თუ გოლს ვერ იტან, მგზავრი ხარ და ფეხბურთის ამ დონეზე შანსი არ გექნება", - განაცხადა კარაგერმა Paramount Plus-სთან ინტერვიუში.

კომენტარები
"სხვებსაც შეუძლიათ მოგება", - მესიმ ლიგის ფავორიტები ჩამოთვალა და არც რეალი და არც ბარსელონა არ დაასახელა
"სხვებსაც შეუძლიათ მოგება", - მესიმ ლიგის...
2-11-2021, 01:26
ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას ბარსაში დაასრულებს
ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას...
4-09-2021, 09:52
რეალმა შახტართან ისტორია დაწერა
რეალმა შახტართან ისტორია დაწერა...
4-11-2021, 01:26
"რონალდუსა და მესის სტატისტიკა აქვს", - ფერდინანდმა ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა
"რონალდუსა და მესის სტატისტიკა აქვს", -...
7-11-2021, 14:08
"ორ გუნდს გამოვარჩევდი", - პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა
"ორ გუნდს გამოვარჩევდი", - პოჩეტინომ ჩემპიონთა...
15-09-2021, 12:47
LIVE - France Football ოქროს ბურთის ნომინანტებს ასახელებს
LIVE - France Football ოქროს ბურთის ნომინანტებს...
9-10-2021, 09:58
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно