"პოჩეტინოს უჭირს მესისა და პსჟ-ს ფეხბურთელებს შორის ბალანსის პოვნა", - პეტი » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"პოჩეტინოს უჭირს მესისა და პსჟ-ს ფეხბურთელებს შორის ბალანსის პოვნა", - პეტი

"პოჩეტინოს უჭირს მესისა და პსჟ-ს ფეხბურთელებს შორის ბალანსის პოვნა", - პეტი

ახალი ამბები / ფეხბურთი
26-11-2021, 01:30

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ თავისი მოსაზრება დააფიქსირა "პსჟ"-ს წაგების შესახებ. შეგახსენებთ, პარიზელები "მანჩესტერ სიტისთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

"ზოგიერთი ფეხბურთელის საქციელით ძალიან გაღიზიანებული დავრჩი. ეს განსაკუთრებით ეხება პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელებს, ბურთის დაკარგვის შემდეგ.

ეს მარადიული კითხვაა. ლიონელ მესის გადასვლის შემდეგ, ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მაურისიო პოჩეტინოს ტაქტიკური ბალანსის პოვნა გაუჭირდებოდა. ჩვენ იგივე შედეგი ვიხილეთ.

მაგრამ ის, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, არის ზოგიერთი მოთამაშის უპატივცემულო დამოკიდებულება თანაგუნდელების მიმართ. როცა მათ ნაკლოვანებებსა და პასუხისმგებლობებზე ვანიშნებთ, ეს მოთამაშეები ცუდად რეაგირებენ.

ეს ყველაფერი აუტანელი ხდება. დავიღალე პოჩეტინოს ფეხბურთელების დაცვით. არიან ისეთებიც, რომლებსაც დაავიწყდათ, რომ ფეხბურთში მხოლოდ გუნდს შეუძლია გამარჯვება. ამაზე უკვე მინდა ვიყვირო. მე დავინახე აღმაშფოთებელი საქციელი, ”- თქვა პეტიმ RMC Sport-თან საუბარში.

კომენტარები
პოჩეტინო ლიგა 1-ში მესის სადებიუტო გოლს გამოეხმაურა
პოჩეტინო ლიგა 1-ში მესის სადებიუტო გოლს...
22-11-2021, 01:15
"ორ გუნდს გამოვარჩევდი", - პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა
"ორ გუნდს გამოვარჩევდი", - პოჩეტინომ ჩემპიონთა...
15-09-2021, 12:47
ცნობილია, თუ რამდენის გადახდა მოუწევს მანჩესტერს პოჩეტინოს სანაცვლოდ
ცნობილია, თუ რამდენის გადახდა მოუწევს მანჩესტერს...
24-11-2021, 01:16
ვის მოიაზრებს ფერგიუსონი სოლსკიაერის პოტენციურ შემცვლელად?
ვის მოიაზრებს ფერგიუსონი სოლსკიაერის პოტენციურ...
4-11-2021, 01:33
ხავი: ,,ყველაზე მეტად ფეხბურთელების თამაშის მიმართ დამოკიდებულება მომეწონა”
ხავი: ,,ყველაზე მეტად ფეხბურთელების თამაშის...
22-11-2021, 01:15
რობი სევიჯი: "ამ სეზონში გაირკვევა, თუ ვინ არის მესისა და რონალდუს შორის უკეთესი"
რობი სევიჯი: "ამ სეზონში გაირკვევა, თუ ვინ არის...
11-10-2021, 01:19
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно