ესპანური მედია ვილიარეალს კვარაცხელიას შეძენას ურჩევს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ესპანური მედია ვილიარეალს კვარაცხელიას შეძენას ურჩევს

ესპანური მედია ვილიარეალს კვარაცხელიას შეძენას ურჩევს

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-11-2021, 01:24

იდია ალბათობა იმისა, რომ ვილიარეალის ნიდერლანდელმა ფორვარდმა, არნო დანჯუმამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი დატოვოს და ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს, სადაც ის 2019/20 წლების სეზონში ბორმნუთის რიგებში თამაშობდა, ხოლო მომდევნო სეზონი მან "ალუბლების" რიგებში ჩემპიონშიფში გაატარა.

ესპანური მედია წერს, რომ ნიდერლანდელი ფორვარდის მიმართ ინეტერსს ინგლისიდიან იჩენენ. 24 წლის ფეხბურთელი "ყვითელ წყალქვეშა ნავს" მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და პირენეებზე საკმაოდ კარგი პრესა აქვს და ხშირ შემთხვევებში მას ხერარდ მორენოსა და დანი პარეხოზე წინაც აყენებენ.

იმ შემთხვევაში თუ დანჯუმა ვილიარეალს დატოვებს, El Gol Digital-ი "ლა სერამიკას" ბინადრებს "ესპანეთის გმირის", ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ურჩევს.

20 წლის ქართველმა შემტევმა საქართველოს ნაკრებს შვედეთთან პირადად მოაგებინა და ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გაუადვილა. კვარაცხელია რუბინის ღირსებას იცავს და ის Transfermarkt-ის მონაცემებით ის 18 მილიონი ევრო ღირს და ის შესაძლოა, ვილიარეალმა 20 მილიონად შეიძინოს. თუ ვილიარეალი დანჯუმას გაყიდის, ამ ფულით კვარაცხელიას შეიძენს, რომელიც ნიდერლანდელის შესანიშნავი შემცვლელი იქნება, - წერს ესპანური მედია.

მიმდინარე სეზონში, "ყვითლების" რიგებში, არნო დანჯუმამ ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 16 შეხვედრაში ითამაშა და შვიდი გოლით და ორი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. ხოლო, ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინში ჩატარებულ 14 მატჩში აქტივში ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

კომენტარები
მანჩესტერული კლუბები დანი ოლმოთი დაინტერესდნენ
მანჩესტერული კლუბები დანი ოლმოთი დაინტერესდნენ...
21-10-2021, 08:12
ჩაშლილი ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა კვლავ აქტუალური გახდეს - ასენსიო პრემიერ ლიგაში
ჩაშლილი ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა კვლავ...
5-11-2021, 14:27
"კვარაცხელია ხალხის ძახილმა გააფუჭა" - რუსი მსაჯი ხვიჩაძე
"კვარაცხელია ხალხის ძახილმა გააფუჭა" - რუსი მსაჯი...
27-10-2021, 16:30
ბარსელონა ბაზელის თავდამსხმელით ინტერესდება
ბარსელონა ბაზელის თავდამსხმელით ინტერესდება...
25-11-2021, 01:25
პსჟ-მ მბაპეს შემცვლელი ფიორენტინაში იპოვა
პსჟ-მ მბაპეს შემცვლელი ფიორენტინაში იპოვა...
14-10-2021, 18:41
რა ბედი ეწევა დე იონგს ხავის დანიშნვის შემდეგ?
რა ბედი ეწევა დე იონგს ხავის დანიშნვის შემდეგ?...
9-11-2021, 01:20
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно