ალემ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ალემ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

ალემ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-11-2021, 01:23

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით, ამსტერდამის აიაქსი ბეშიქთაშს ესტუმრა, 2-1 დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე მეხუთე შეხვედრა მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, ნიდერლანდული კლუბი რაშიდ გეზალის გოლით მარცხდებოდა, შესვენების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა მატჩში გუნდის მთავარი ბომბარდირი, სებასტიან ალე ჩართო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და აიაქსს მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ბეშიქთაშთან გატანილი ორი გოლის შემდეგ, კოტ დ'ივუარელ ფორვარდს მიმდინარე გათამაშებაში ცხრა გოლი დაუგროვდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ რაოდენობის გოლების გატანა თავის პირველ ხუთ შეხვედრაში მოახერხა.
ალემდე აღნიშნული მიღწევით თავს დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელი ფორვარდი, ერლინგ ბრაუტ ჰალანდი იწონებდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის საწყის ხუთ შეხვედრაში რვაჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.
ამრიგად, ხუთი ტურის შემდეგ, სებასტიენ ალეს აქტივში ცხრა გოლია და ბომბარდირთა ცხრილს რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად ლიდერობს. რაც შეეხება აიაქსს, ამსტერდამელებს 100-პროცენტიანი შედეგი აქვთ და პლეი ოფში გასვლა პირველი ადგილით აქვთ გარანტირებული.

კომენტარები
ჯეკომ ევროთასებზე საიუბილეო გოლი გაიტანა
ჯეკომ ევროთასებზე საიუბილეო გოლი გაიტანა...
25-11-2021, 01:24
კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი
კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი...
24-11-2021, 01:10
პიკემ რობერტო კარლოსის რეკორდი გაიმეორა
პიკემ რობერტო კარლოსის რეკორდი გაიმეორა...
21-10-2021, 08:16
რეალმა შახტართან ისტორია დაწერა
რეალმა შახტართან ისტორია დაწერა...
4-11-2021, 01:26
რონალდო - ფენომენი, რომელიც არ ბერდება და რეკორდს რეკორდზე ამყარებს
რონალდო - ფენომენი, რომელიც არ ბერდება და რეკორდს...
21-10-2021, 18:19
უკანასკნელად როდის დამარცხდა ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში?
უკანასკნელად როდის დამარცხდა ბარსელონა ჩემპიონთა...
15-09-2021, 12:48
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно