გრიზმანი: "ვამაყობ, რომ "ბარსელონაში" ვთამაშობდი" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
გრიზმანი: "ვამაყობ, რომ "ბარსელონაში" ვთამაშობდი"

გრიზმანი: "ვამაყობ, რომ "ბარსელონაში" ვთამაშობდი"

ახალი ამბები / ფეხბურთი
22-11-2021, 01:20

"ბარსელონადან" მადრიდის "ატლეტიკოში" განათხოვრებულმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა თავისი კარიერის კატალონიური მონაკვეთი გაიხსენა.
"ბარსაში" წასვლამ გამაბედნიერა. იქ შესანიშნავი თანაგუნდელები მყავდა. მწვრთნელებისგან ბევრი ვისწავლე. მიუხედავად ამისა, ხანდახან თამაში არ მიწევდა, რაც რთული იყო.

"ბარსელონაში" ჩემი კარიერა კატასტროფული არ ყოფილა, რადგან სეზონში 20 გოლი ყოველთვის გამქონდა. 
ვამაყობ, რომ "ბარსაში" ვთამაშობდი," - ციტირებს Telefoot 30 წლის შემტევის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ანტუანი "ატლეტიკოდან" 2019 წელს შეიძინეს და მასში 120 მილიონი ევრო გადაიხადეს.

"კამპ ნოუზე" გატარებულ 2 სეზონში გრიზმანმა 102 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 35 გოლი და გააკეთა 17 ასისტი. ანტუანის დამსახურებით "ბარსამ" კოპა დელ რეის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშებაც მოიგო.

ფრანგი შემტევი ახლა "ატლეტიკოში" ორწლიანი იჯარითაა გაშვებული. იმ შემთხვევაში, თუ ანტუანი "როხიბლანკოს" მატჩების 50%-ს მაინც ითამაშებს (ამ სეზონში), კლუბს მისი 50 მილიონ ევროდ გამოსყიდვა მოუწევს.

კომენტარები
გრიზმანის ტრანსფერის დეტალები - ატლეტიკოს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია
გრიზმანის ტრანსფერის დეტალები - ატლეტიკოს მისი...
7-09-2021, 04:56
ატლეტიკოს პრეზიდენტი: ვიცოდი, რომ ბარსა გრიზმანს ჩვენსავით ვერ შეიყვარებდა
ატლეტიკოს პრეზიდენტი: ვიცოდი, რომ ბარსა გრიზმანს...
4-09-2021, 09:50
ეს რიცხვები სრული სიგიჟეა! რა უჯდება პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერი რეალურად
ეს რიცხვები სრული სიგიჟეა! რა უჯდება პსჟ-ს...
7-09-2021, 05:08
მესი: "ჩემი სურვილი და მიზანი ბარსელონაში დაბრუნებაა"
მესი: "ჩემი სურვილი და მიზანი ბარსელონაში...
2-11-2021, 17:56
გამდიდრებული ნიუკასლი ბარსელონას ფეხბურთელით დაინტერესდა
გამდიდრებული ნიუკასლი ბარსელონას ფეხბურთელით...
13-10-2021, 01:18
"ამაზე უკვე რამდენჯერმე ვილაპარაკეთ", - გრიზმანს ახალ ჩემპიონატში ეპატიჟებიან
"ამაზე უკვე რამდენჯერმე ვილაპარაკეთ", - გრიზმანს...
1-11-2021, 01:25
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно