ოფიციალურად: მანჩესტერმა ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ოფიციალურად: მანჩესტერმა ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლა

ოფიციალურად: მანჩესტერმა ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლა

ახალი ამბები / ფეხბურთი
22-11-2021, 01:16

ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული, ევროპული პრესის პროგნოზი ოფიციალურად გამართლდა – “მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლა.

ეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელშიც “წითელი ეშმაკები” “უოტფორდთან” სტუმრად – 1:4 დამარცხდნენ.

“ვიქერეიჯ როუდზე” წაგებული მატჩი პრემიერ ლიგის ბოლო 7 შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” მეხუთე მარცხი იყო, რომელმაც ნორვეგიელი სპეციალისტისთვის გამოცხადებული ნდობის უკანასკნელი ნაპერწკალიც შეიწირა.

48 წლის მწვრთნელი “მანჩესტერ იუნაიტედს” 2019 წლის დეკემბრის შემდეგ ხელმძღვანელობდა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდის საუკეთესო შედეგები ინგლისის ელიტარულ დივიზიონში დაკავებული მეორე პოზიცია და ევროპის ლიგის ფინალში თამაში იყო (ორივე მათგანი 2020/21 წლების სეზონში). ოლეს ხელმძღვანელობით ამ სეზონში “წითლებმა” ყველა ტურნირზე 17 მატჩში ითამაშეს, საიდანაც 7 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 7-ში დამარცხდნენ.

კომენტარები
პსჟ-დან გაშვების შემთხვევაში, სად წავა პოჩეტინო?
პსჟ-დან გაშვების შემთხვევაში, სად წავა პოჩეტინო?...
20-11-2021, 02:00
აპირებს თუ არა მანჩესტერი სოლსკიაერის გაშვებას?
აპირებს თუ არა მანჩესტერი სოლსკიაერის გაშვებას?...
16-10-2021, 08:32
მანჩესტერის თავბრუდამხვევი წინადადება პოგბას - თუ პრიორიტეტი ფულია, ფრანგი აუცილებლად დარჩება
მანჩესტერის თავბრუდამხვევი წინადადება პოგბას - თუ...
13-10-2021, 01:17
სულშერს უშვებენ? იუნაიტედი დარწმუნებულია, რომ როჯერსს გადაიბირებს
სულშერს უშვებენ? იუნაიტედი დარწმუნებულია, რომ...
11-11-2021, 15:34
დაბრუნება ახლოვდება - ლამპარდი ინგლისურ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
დაბრუნება ახლოვდება - ლამპარდი ინგლისურ გუნდთან...
10-11-2021, 01:35
სოლსკიაერი: "მანჩესტერ იუნაიტედისთვის რონალდუ იგივეა, რაც ჩიკაგოსთვის ჯორდანი იყო"
სოლსკიაერი: "მანჩესტერ იუნაიტედისთვის რონალდუ...
5-11-2021, 01:20
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно