ხავი: ,,ყველაზე მეტად ფეხბურთელების თამაშის მიმართ დამოკიდებულება მომეწონა” » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ხავი: ,,ყველაზე მეტად ფეხბურთელების თამაშის მიმართ დამოკიდებულება მომეწონა”

ხავი: ,,ყველაზე მეტად ფეხბურთელების თამაშის მიმართ დამოკიდებულება მომეწონა”

ახალი ამბები / ფეხბურთი
22-11-2021, 01:15

კატალონიის ,,ბარსელონას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, ,,ესპანიოლთან” მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს არის ბარსელონას ფეხბურთელების დამოკიდებულება თამაშის მიმართ. რა თქმა უნდა, არის დეტალები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ არ ვართ საუკეთესო მდგომარეობაში და ესპანიოლმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მაგრამ, მთლიანობაში, ეს დამსახურებული გამარჯვებაა და შედეგი მახარებს.

გულშემატკივრების დახვედრა, უბრალოდ, შთამბეჭდავი იყო. ,,კამპ ნოუზე” ბოლოს თითქმის 6 წლის წინ ვიყავი და ატმოსფერო საკმაოდ შეცვლილია, თუმცა ყველაფერი მომეწონა,” – ხავის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

ლა ლიგის მე-14 ტურში ,,ბარსელონამ” ,,ესპანიოლს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ხავის გუნდი 20 ქულით ცხრილის მე-6 პოზიციაზეა და ლიდერ სევილიას 8 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები
ხავი: "ბარსელონამ ყველაფრისთვის უნდა იბრძოლოს, ეს კლუბის დნმ-შია"
ხავი: "ბარსელონამ ყველაფრისთვის უნდა იბრძოლოს, ეს...
7-11-2021, 14:04
რაკიტიჩი: "ეჭვიც არ მეპარება, რომ ხავი ბარსელონასთან ერთად წარმატებებს მიაღწევს"
რაკიტიჩი: "ეჭვიც არ მეპარება, რომ ხავი...
9-11-2021, 01:24
გარი ლინეკერი ბარსელონაში მწვრთნელად ხავის დანიშვნას გამოეხმაურა
გარი ლინეკერი ბარსელონაში მწვრთნელად ხავის...
9-11-2021, 16:13
ლაპორტა: "ხავიმ თავის შესაძლებლობებში დამარწმუნა"
ლაპორტა: "ხავიმ თავის შესაძლებლობებში დამარწმუნა"...
9-11-2021, 01:25
ჩავის “ბარსელონამ” სადებიუტო მატჩში “ესპანიოლი” დაამარცხა
ჩავის “ბარსელონამ” სადებიუტო მატჩში “ესპანიოლი”...
21-11-2021, 09:44
ბარსელონამ დაზიანებულ სტადიონზე 21 მატჩი ჩაატარა
ბარსელონამ დაზიანებულ სტადიონზე 21 მატჩი ჩაატარა...
14-10-2021, 18:39
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно