როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

ახალი ამბები / ჩოგბურთი
1-06-2020, 00:14
შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

ბოლო 12 თვის განმავლობაში ფედერერმა 106,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 100 მილიონი დოლარი სასპონსორო ხელშეკრულებებზე მოდიოდა, 6,3 მილიონი კი უშუალოდ სპორტულ საქმიანობას უკავშირდებოდა.

პირველ სამეულში ორი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ (105 მილიონი დოლარი) და ლიონელ მესი (104 მილიონი დოლარი) მოხვდნენ. ათეულში ასევე წარმოდგენილები არიან ფეხბურთელი ნეიმარი, კალათბურთელები ლებრონ ჯეიმსი, სტივენ კარი და კევინ დურანტი, გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები - კირკ კაზინსი და კარსონ ვენცი.
Forbes-ის შარშანდელ რეიტინგში ლიონელ მესი ლიდერობდა, ფედერერი კი მეხუთე პოზიციაზე იყო.
კომენტარები
TheTopTens: სპორტში ყველა დროის ვარსკვლავთა TOP50
TheTopTens: სპორტში ყველა დროის ვარსკვლავთა TOP50...
30-05-2020, 09:43
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების ათეული: რონალდუ პირველია
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების ათეული:...
30-05-2020, 00:07
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно