“რეალს” პოგბას დამატება უფასოდ უნდა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
“რეალს” პოგბას დამატება უფასოდ უნდა

“რეალს” პოგბას დამატება უფასოდ უნდა

ახალი ამბები / ფეხბურთი
21-11-2021, 09:45

მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ პოგბას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.

ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, რომ “სამეფო კლუბი” მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდება 28 წლის ფეხბურთელის ირგვლივ შემქნილ სიტუაციას და თუ პოგბა “წითელ ეშმაკებთან” შრომით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, “რეალი” ფრანგი ნახევარმცველის უსასყიდლოდ დამატებას შეეცდება. ცნობისათვის, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და პოგბას შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს.
ინგლისურ კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, თუმცა თავად ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.



ფრანგი ნახევარმცველით ტურინის “იუვენტუსი” და “პარი სენ-ჟერმენიც” არიან დაინტერესებულნი.

პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა.

კომენტარები
მანჩესტერ იუნაიტედში პოგბას წასვლისთვის მზად არიან — რა ბედი ეწევა ფრანგ სუპერვარსკვლავს?
მანჩესტერ იუნაიტედში პოგბას წასვლისთვის მზად...
29-10-2021, 01:26
მანჩესტერის თავბრუდამხვევი წინადადება პოგბას - თუ პრიორიტეტი ფულია, ფრანგი აუცილებლად დარჩება
მანჩესტერის თავბრუდამხვევი წინადადება პოგბას - თუ...
13-10-2021, 01:17
ახალი დეტალები - პოგბა მანჩესტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და სასურველი კლუბიც შეარჩია?!
ახალი დეტალები - პოგბა მანჩესტერთან კონტრაქტის...
31-10-2021, 15:20
რა ხდება პოგბას გარშემო და ვინ არის მისთვის ბრძოლაში ფავორიტი?
რა ხდება პოგბას გარშემო და ვინ არის მისთვის...
6-10-2021, 12:02
პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტად ორი გუნდი მოიაზრება
პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტად ორი გუნდი მოიაზრება...
6-11-2021, 01:35
რაიოლა: "პოგბას იუვენტუსში დაბრუნების ალბათობა მაღალია"
რაიოლა: "პოგბას იუვენტუსში დაბრუნების ალბათობა...
18-09-2021, 09:34
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно