"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", - ვინისიუსმა თანაგუნდელი შეაქო
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-04-2021, 02:04
„რეალი“ – „ლივერპულის“ მატჩის გმირმა, ვინისიუს ჯუნიორმა, განვლილი შეხვედრა შეაფასა.
ამ თამაშში ბრაზილიელმა შემტევმა დუბლი მიითვალა, „რეალმა“ კი 3:1 იმარჯვა.
„მე ყოველთვის ბრძოლას ვაგრძელებ, ამისკენ თანაგუნდელები მიბიძგებენ და თავდაჯერებას მაძლევენ.
ტონი კროოსი წარმოუდგენელია, ნამდვილი ლეგენდა! მისნაირად თამაში არავის შეუძლია, მას უდიდესი კლასი აქვს.
„რატომ მივანიშნე რეალის ლოგოზე? იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ. აქ თამაში კი ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.
„ამ მაისურით დუბლი არასდროს გამიტანია. ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო მომენტია. გარეთ ხალხს შეუძლია ლაპარაკი გააგრძელოს, მე მუშაობას ვაგრძელებ.
მინდა, ასეთ დონეზე თამაში გავაგრძელო. თანაგუნდელებისგან რჩევებს ყოველთვის ვისმენ და დღეს ორი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. ამაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს. “ - აღნიშნა ვინისიუსმა მატჩის შემდეგ.
საპასუხო თამაში 14 აპრილს, „ენფილდზე“ გაიმართება.

კომენტარები