ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა

ახალი ამბები / ჩოგბურთი
28-05-2020, 12:23
აქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბუთელის ყოფილი მეუღლე – ნეკა დოროკაშვილი, მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს რუსთავი 2-ის ეთერში აკეთებს.

“ქონებრივი დავა ამ ინციდენტთან არანაირ კავშირში არ ყოფილა, ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ მოვაგვარეთ. ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად და აქ მოხდა ეს ამბავი. მიზეზი ჩემთვისაც ამ წუთამდე გაურკვეველია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად და არასრულწლოვანის (შვილის) თანდასწრებით ფიზიკურად გამისწორდა ნიკა და მისი მამა. ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლა კიდევ სხვადასხვა სახის ექსპერტიზები მიმდინარეობს. 
ნამდვილად არ ველოდი მას თუ გირაოთი გაათავისუფლებდნენ. ნიკას მამას არ ვიცი რა მოუვიდა, როდესაც ჩემს შვილს მივაკითხე, ჩემს დანახვაზე ძალიან გაცხარდა და გამოგვეკიდა ორივეს ერთად “იარაღით”, რა სახის “იარაღი” იყო მე ზუსტად ვერ დავინახე, თუმცა თვითონ იძახის რომ ეს იყო გიტარა. მე ზუსტად ვერ ვადასტურებ რა იყო, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და ნაჯახს მივამსგავსე. იმდენად გამიკვირდა, რომ არც კი მახსოვს კარგად. ერთი ის მახსოვს, რომ გავიქეცით და მანქანაში ჩავჯექით, ასე ახლა კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ”. –  ნეკა დოროკაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.
კომენტარები
მეტრეველი: "ვიცოდი, რომ უთანხმოება ჰქონდათ... ეს ნიკას კარიერაზე ცუდად აისახება"
მეტრეველი: "ვიცოდი, რომ უთანხმოება ჰქონდათ... ეს...
26-05-2020, 00:32
ბასილაშვილი: "არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა
ბასილაშვილი: "არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე...
25-05-2020, 00:17
ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე დეტალებს ასაჯაროებს
ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე დეტალებს ასაჯაროებს...
24-05-2020, 22:14
„მარტო ჩემი ქმარი მანახა, მეტი არაფერი მინდა“ – სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის ცოლის პირველი კომენტარი
„მარტო ჩემი ქმარი მანახა, მეტი არაფერი მინდა“ –...
2-05-2020, 19:40
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно