მამუკა გორგოძე - ჩემთვის მოედანზე გატარებული ყოველი წუთი ძვირფასია » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
მამუკა გორგოძე - ჩემთვის მოედანზე გატარებული ყოველი წუთი ძვირფასია

მამუკა გორგოძე - ჩემთვის მოედანზე გატარებული ყოველი წუთი ძვირფასია

ახალი ამბები / რაგბი
28-05-2020, 00:15
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე მამუკა გორგოძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც მამუკას ვარსკვლავური კარიერის შესახებაა საუბარი.
 
მამუკა გორგოძე ყველაფერს გააკეთებდა, რომ ჰქონოდა უკანასკნელი შანსი, თავისი ვარსკვლავური კარიერა მოედანზე დაესრულებინა.  ასეთია რაგბის სიყვარული. გასაოცარ მესამეხაზელს 16-წლიანი სანაკრებო კარიერა ჰქონდა, საკუთარი ქვეყნის ღირსება 75-ჯერ დაიცვა, ითამაშა რაგბის ოთხ მსოფლიო თასზე.
 
ამ სეზონში მისი ზღაპრული კარიერა დასრულდა. თუმცა ჯერ ტრავმის, შემდეგ კი Covid 19-ის გამო, მას შესაძლებლობა არ მიეცა, რომ ტულონში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩაეტარებინა.
 
 
სიყვარულის გრძნობა
"რა თქმა უნდა ვწუხვარ ამის გამო, რადგან კარიერის ასეთი დასასრული არ წარმომედგინა. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უკვე მივიღე ბევრი ტაში და სითბო მთელი კარიერის განმავლობაში და დღესაც ვგრძნობ სითბოს და სიყვარულს", - თქვა 35 წლის მორაგბემ.
 
კომენტარები
ალან მაკაკა ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა
ალან მაკაკა ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა...
25-05-2020, 15:19
მიხეილ ნარიაშვილი: ერთმა მოულოდნელმა ზარმა ჩემი მომავალი შეცვალა
მიხეილ ნარიაშვილი: ერთმა მოულოდნელმა ზარმა ჩემი...
2-05-2020, 00:06
მამუკა გორგოძე: "ჩემი თხოვნა იქნება დარჩეთ სახლში"
მამუკა გორგოძე: "ჩემი თხოვნა იქნება დარჩეთ სახლში"...
20-03-2020, 19:02
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно