ვილი სანიოლი: "ნაკრებში ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა არასდროს აქვთ" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ვილი სანიოლი: "ნაკრებში ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა არასდროს აქვთ"

ვილი სანიოლი: "ნაკრებში ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა არასდროს აქვთ"

ახალი ამბები / ფეხბურთი
11-11-2021, 15:42

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 44 წლის სპეციალისტმა ხვალინდელ თამაშზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდისგან ბრძოლას ელოდება, მაგრამ მარტის მატჩების შემდეგ 7 თვე გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა.
აქამდე ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, ეს იმიტომ ხდება, რომ თუ ახალ ფეხბურთელებს შანსი არ მივეცით, ვერასდროს გავიგებთ, შეუძლიათ თუ არა, მათ ეროვნულ ნაკრებში თამაში. ზოგჯერ აუცილებელია გუნდში ახალი სისხლის შეტანა. გავიხსენოთ, რომ სექტემბერში ბევრი ტრავმირებული და უკლუბო ფეხბურთელი გვყავდა, ამიტომაც ცვლილებები ამითაც იყო გამოწვეული. სექტემბერი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, განსაკუთრებით კოსოვოსთან მატჩი, მაგრამ ბოლო გამარჯვებამ ჩვენი განწყობა გამოასწორა.
ვფიქრობ, მარტთან შედარებით ფეხბურთელების განწყობა არ შეცვლილა, გუნდი ისევ მზადაა საბრძოლველად. შვედეთთან პირველი თამაში კარგად ჩავატარეთ. ორივე გუნდისთვის საკმაოდ რთული მატჩი იყო, ორივეს შეეძლო გატანა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ წავაგეთ. მას შემდეგ 7 თვე გავიდა და ახლა განსხვავებული მატჩი იქნება. თუ იგივე მოტივაციით ვითამაშებთ, წარმატების მიღწევა შესაძლებელი იქნება. ბათუმში მატარებლით წასვლა? ვფიქრობ, ზოგჯერ აუცილებელია კონკრეტულ ადგილამდე მისასვლელად უფრო მეტი იმოგზაურო და ყველა ფეხბურთელი ამით ბედნიერია. ასე უფრო მეტი დრო გვქონდა სასაუბროდ, კომუნიკაციისთვის და ეს ნამდვილად იყო პოზიტივი. რაც შეეხება მოტივაციის ნაკლებობას, როდესაც ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში ხვდებიან, მოტივაციის პრობლემა არ არსებობს და არასდროს აქვთ. ისინი ხვალინდელი მატჩისთვის მოტივირებული ემზადებიან.
მამარდაშვილი? მას სექტემბრიდან მოყოლებული არ უთამაშია და ვფიქრობ, რომ ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელებს თამაში სჭირდებათ. ამიტომაც, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ 21-წლამდე ნაკრებში წასულიყო, რომელიც ინგლისის საკმაოდ ძლიერ ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდება. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
როგორც ვთქვი, მარტის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. დაცვის ხაზის კარგი შეფასებები თამაშებში არ მიანიშნებს სხვა რგოლების ცუდზე. ვფიქრობ, რომ კარგი თამაშითვის დაცვის დამაჯერებელი თამაში აუცილებელი ფუნდამენტია“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

კომენტარები
"ხავის გაუჭირდება, ისევე როგორც რაიკაარდს, გვარდიოლასთვის შედარებით მარტივი იყო", - ლაპორტა
"ხავის გაუჭირდება, ისევე როგორც რაიკაარდს,...
8-11-2021, 18:18
გვარდიოლა: "ბრიუგესთან თამაში ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედთან"
გვარდიოლა: "ბრიუგესთან თამაში ჩვენთვის უფრო...
3-11-2021, 01:56
მარტინესი: "კურტუამ ფეხით თამაში არ იცის? ეს სისულელეა"
მარტინესი: "კურტუამ ფეხით თამაში არ იცის? ეს...
16-10-2021, 08:33
უგო ლორისი:„ბენზემა საფრანგეთის ნაკრების საკვანძო ფიგურა გახდა“
უგო ლორისი:„ბენზემა საფრანგეთის ნაკრების საკვანძო...
12-10-2021, 01:26
"ზაფხულში შემადგენლობა არ გაგვიძლიერებია", - მოურინიო მორიგი მარცხის შემდეგ
"ზაფხულში შემადგენლობა არ გაგვიძლიერებია", -...
8-11-2021, 01:25
რონალდუ: "კრიტიკა არ მაღელვებს, ერთ დღეს გვაქებენ, მეორე დღეს მ*ღნერებს გვიწოდებენ"
რონალდუ: "კრიტიკა არ მაღელვებს, ერთ დღეს...
31-10-2021, 15:18
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно