
სულშერს უშვებენ? იუნაიტედი დარწმუნებულია, რომ როჯერსს გადაიბირებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
11-11-2021, 15:34
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა მალე ოლე გუნარ სულშერი დაითხოვოს. „მანკუნიანელებმა“ მიმდინარე სეზონში ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგეს და თითქმის ყველა პრინციპული მატჩი წააგეს, რამაც ნორვეგიელი სპეციალისტის პოზიციები შეარყია.
ბრიტანული Mirror-ი წერს, რომ „წითელი ეშმაკები“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრენდან როჯერსის დანიშვნას გეგმავენ, რომელიც „ლესტერში“ საკმაოდ წარმატებით მუშაობს.
წყარო წერს, რომ როჯერსის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც მას კლუბის დატოვება შეეძლება, თუ შემოთავაზება რომელიმე გრანდიდან ექნება.
Mirror-ი წერს, რომ „იუნაიტედში“ დარწმუნებულნი არიან, რომ მათ როჯერსის გადაბირება შეუძლიათ.
რიისე ფეხბურთელებს ადანაშაულებს
„ვუყურე მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო 3-4 მატჩს და დავინახე, როგორ უდგებოდნენ ფეხბურთელები თავიანთ საქმეს. ყოველთვის ყველაფერში მწვრთნელის დადანაშაულება არ შეიძლება.
შეხედეთ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს - არის განცდა, რომ მათთვის ყველაფერი სულ ერთია. შესაძლოა, ისინი უკმაყოფილონი არიან ვარჯიშების მიმდინარეობით, უკმაყოფილონი ტაქტიკური ვარჯიშებით, უკმაყოფილონი იმით, რასაც სულშერი აკეთებს მატჩების წინ“.
კომენტარები