
3 დიდი დარტყმა - რა შეიძლება მოჰყვეს სულშერის გუნდში დარჩენას
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-11-2021, 01:29
მედიაში გავრცელებული სანდო ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი", ამ დროისთვის, არ აპირებს ოლე გუნარ სულშერის გაშვებას. გუნდი ნორვეგიელს ჯერ კიდევ აძლევს შანსს, რათა მან თავი გადაირჩინოს.
შესაძლოა, სულშერის დარჩენას გუნდზე ძალიან ცუდი გავლენა ჰქონდეს და "იუნაიტედს" დიდი დარტყმა მიადგეს.
პირველ რიგში, სავარაუდოა, რომ ოლეს დარჩენის შემთხვევაში პოლ პოგბა ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის და ახალი კლუბის მოძებნას შეუდგება.
პოგბას ტიტულების მოგება სურს, სულშერის "იუნაიტედს" კი ამის ძალა ნამდვილად არ შესწევს, ამიტომ ფრანგი გუნდს უფასოდ დატოვებს.
მეორე დიდი დარტყმა კრიშტიანუ რონალდუს პოტენციური წასვლაა, რომელსაც მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და ამ მომენტისთვის, "იუნაიტედი" ოთხეულს მიღმა არის.
თუ "წითელი ეშმაკები" ვერ შეძლებენ ოთხეულში შესვლას ან ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას, მაშინ სავარაუდო იქნება კრიშტიანუს ოლდ ტრაფორდიდან აბარგება.
მესამე დარტყმა კი შიდა გარემოს გაუარესება იქნება, რადგან ფეხბურთელების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამასთან ერთად, ბევრმა მათგანმა პროგრესიც შეწყვიტა.
ჯესი ლინგარდი, დონი ვან დე ბეეკი, ერიკ ბაილი, ჯეიდონ სანჩო და სხვები ნამდვილად უკმაყოფილოები არიან.
კომენტარები