
გარი ლინეკერი ბარსელონაში მწვრთნელად ხავის დანიშვნას გამოეხმაურა
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-11-2021, 16:13
ინგლისის ნაკრების და „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, გუნდში ხავი ერნანდესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე ისაუბრა.
ხავის მწვრთნელად პრეზენტაცია „კამპ ნოუზე“ გუშინ, 8 ნოემბერს გაიმართა.
„შესანიშნავი დანიშვნაა. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.“ - დაწერა ლინეკერმა „ტვიტერში“ და ესპანურად დაამატა: „წარმატებებს გისურვებ.“
41 წლის ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2023/24-სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის რანგში ხავი „ბარსელონას“ მაისურით 1998-2015 წლებში თამაშობდა.
კომენტარები