
ლაპორტა: "ხავიმ თავის შესაძლებლობებში დამარწმუნა"
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-11-2021, 01:25
ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გუნდში მთავარ მწვრთნელად ხავი ერნანდესის დაბრუნებაზე ისაუბრა.
დღეს, 8 ნოემბერს, „კამპ ნოუზე“ ხავის პრეზენტაცია შედგა.
„პრიმერაში ყველა გარიგებას მიკროსკოპის ქვეშ აკვირდებიან და სულ რაღაც ახლის მოფიქრებას ცდილობენ.
თუ ისინი ჩვენი ხავისთან გარიგების განხილვას აპირებენ, პრობლემა არ იქნება. ფული ცოტა გვაქვს, მაგრამ ნამდვილად გვაქვს.
ხავი გუნდს წარმართავს, მან თავის შესაძლებლობებში დამარწმუნა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის გუნდს საჭირო ადგილას დააბრუნებს და კარგად ხვდება, როგორ უნდა ვითამაშოთ.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Sport.es.
ლაპორტას პრიმერაზე ნათქვამი სიტყვები ლეო მესის უკავშირდება - შეგახსენებთ, რომ სწორედ ლა ლიგის ფინანსური ჭერის გამო, „ბარსამ“ არგენტინელს კონტრაქტი ვერ გაუფორმა და მისი გაშვება მოუწია.
კომენტარები