ალან მაკაკა ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
ალან მაკაკა ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა

ალან მაკაკა ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა

ახალი ამბები / რაგბი
25-05-2020, 15:19
ცნობილი გახდა, რომ კენიის 7–კაცა ნაკრების გამორჩეული წევრი, ალან მაკაკა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, ტრაგედია კენიის დედაქალაქ ნაირობში მოხდა.

ყოფილ მორაგბეს, რომელიც 37 წლის იყო, დაღუპვის შემდეგ მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მაკაკამ მსოფლიო რაგბის სერიებში 57 შეხვედრა ჩაატარა და 28 ლელოს დადებაც მოახერხა. 2005 წელს ის ასევე მონაწილეობდა 7–კაცა რაგბის მსოფლიო თასზე. მას შემდეგ, რაც მან კარიერა დაასრულა, ბიზნეს მენეჯერი გახდა.

აღნიშნული ინციდენტი ორი დღის წინ, 23 მაისს მოხდა.
 
 

"მწუხარებას გამოვთქვამთ ალან მაკაკას გარდაცვალების გამო. ჩვენ შევიტყვეთ მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოხდა. ჩვენ ვუთანაგრძნობთ მის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.
ალანი შესანიშნავი პიროვნება იყო, რომელის დაღუპვამ უდიდესი დარტყმა მოგვაყენა. რაგბის საზოგადოებას მაკაკა ყოველთვის ემახსოვრება, როგორც ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც თავისი გუნდის წარმატებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო", – აცხადებენ კენიის რაგბის კავშირში.
კომენტარები
ტრაგედია – 18 წლის ქართველო მორაგბე გარდაიცვალა
ტრაგედია – 18 წლის ქართველო მორაგბე გარდაიცვალა...
2-05-2020, 09:07
თვეების ბავშვი ამ წუთებში კორონავირუსის გამო სიკვდილს ებრძვის მშობლები კი, ალკოჰოლით...
თვეების ბავშვი ამ წუთებში კორონავირუსის გამო...
30-04-2020, 21:29
რაგბის ლეგენდა:"სიმართლე გითხრათ ბიძინა ივანიშვილი ახლოდან არასდროს, მინახავს, თუმცა..."
რაგბის ლეგენდა:"სიმართლე გითხრათ ბიძინა...
7-02-2020, 20:37
ენდი რობინსონი: "საქართველო კარგი გუნდია, რომელიც ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა"
ენდი რობინსონი: "საქართველო კარგი გუნდია, რომელიც...
30-01-2020, 11:51
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно