
ფაბრიციო რომანო: „კონტრაქტი დროის საკითხია“
ახალი ამბები / ფეხბურთი
4-11-2021, 01:28
რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ, ბარსელონამ დროებითი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა.
კატალონიური გრანდი ახლაც ახალი მწვრთნელის ძიებაშია და ფავორიტად, ალ სადის ამჟამინდელი მწვრთნელი და კლუბის ლეგენდა, ჩავი სახელდება.
ბარსელონას წარმომადგენლები ყატარის დედაქალაქში, დოჰაში უკვე ჩაფრინდნენ და როგორც ჩანს, საქმე წარმატებითაც მიდის. "ბლაუგრანას" პირადი კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა და მიზნის მისაღწევად, მათ ყატარულ კლუბთან საერთო ენა უნდა გამოენახათ.
როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, კატალონიელებმა ჩავისთან და ალ სადდთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და 41 წლის მწვრთნელის დანიშვნა, აწ უკვე დროის საკითხია.
კომენტარები