
გვარდიოლა: "ბრიუგესთან თამაში ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედთან"
ახალი ამბები / ფეხბურთი
3-11-2021, 01:56
მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ მატჩზე ისაუბრა.
მატჩი ხვალ, 3 ნოემბერს, 23:59 საათზე დაიწყება.
„ეს მატჩი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა, რადგან აქ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლის საკითხს გავიადვილებთ.
პრემიერ ლიგაში ბევრი თამაშია, აქ კი მხოლოდ ექვსი და ახლა მხოლოდ სამი დარჩა. მესამე და მეოთხე შეხვედრები გადამწყვეტია.
ჩვენ საქმეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ და თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უფრო და უფრო რთულდება. პარიზში ერთი მატჩი უკვე დავთმეთ.“ - დაასრულა ესპანელმა სპეციალისტმა
კომენტარები