მესი: "ჩემი სურვილი და მიზანი ბარსელონაში დაბრუნებაა" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
მესი: "ჩემი სურვილი და მიზანი ბარსელონაში დაბრუნებაა"

მესი: "ჩემი სურვილი და მიზანი ბარსელონაში დაბრუნებაა"

ახალი ამბები / ფეხბურთი
2-11-2021, 17:56

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, არგენტინელი კატალონიაში 2004-2021 წლებში თამაშობდა.
"დავბრუნდები თუ არა ბარსელონაში? ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი მიზანი სწორედ ამ კლუბში ყოფნაა. მსურს დავეხმარო კატალონიელებს, თუნდაც უკვე არა მოთამაშის რანგში.
ტექნიკური მდივანი თუ უბრალოდ სელექციონერი, არ აქვს მნიშვნელობა, მე უბრალოდ ამ კლუბში მოღვაწეობა მინდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, თუ რამდენად შესაძლებელია ეს.
დიახ, "ბლაუგრანაში" დაბრუნება არის ჩემი ოცნება და მიზანი, თუმცა მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული ეს არ არის. ამის შესახებ საუბარი ჯერ მაინც ადრეა, ცოტა ხანი მოვიცადოთ.
ეს არის კლუბი, რომელიც მიყვარს და რომელიც მსურს რომ წარმატებული იყოს. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ძველი დიდება უნდა დაიბრუნონ", - განაცხადა "პსჟ"-ს ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ 34-წლის შემტევის სურვილის მიუხედავად, მისი "კამპ ნოუზე" დარჩენა ვერ მოხერხდა. "უცხოპლანეტელმა" "ბარსელონა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

კომენტარები
მესი:,,მადრიდელებმა კატალონიაში შესანიშნავად ითამაშეს"
მესი:,,მადრიდელებმა კატალონიაში შესანიშნავად...
28-10-2021, 01:26
სალაჰი: "საკუთარი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს"
სალაჰი: "საკუთარი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება...
23-10-2021, 16:45
"დეპაის შეუძლია მესის შეცვლა", - სიმაო
"დეპაის შეუძლია მესის შეცვლა", - სიმაო...
6-10-2021, 12:03
"მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჰეითერები არ ჰყავს", - ვერატი
"მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჰეითერები არ...
7-09-2021, 04:54
ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას ბარსაში დაასრულებს
ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას...
4-09-2021, 09:52
"სხვებსაც შეუძლიათ მოგება", - მესიმ ლიგის ფავორიტები ჩამოთვალა და არც რეალი და არც ბარსელონა არ დაასახელა
"სხვებსაც შეუძლიათ მოგება", - მესიმ ლიგის...
2-11-2021, 01:26
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно