
"ტოტენჰემის ხელმძღვანელობა მწვრთნელის შეცვლას აქტიურად განიხილავს", - რომანო
ახალი ამბები / ფეხბურთი
1-11-2021, 01:26
ჟურნალისტის და ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის შეცვლას აქტიურად განიხილავს.
როგორც იცით, გასული ზაფხულიდან „დეზებს“ სათავეში პორტუგალიელი ნუნო ეშპირიტუ სანტუ უდგას, რომელთან ერთადაც გუნდი არც ისე დამაჯერებელ თამაშს და შედეგებს აჩვენებს.
რომანო ამბობს, რომ ეშპირიტუს გაშვება გადაწყვეტილი არ არის, თუმცა შეიძლება ნებისმიერ დროს დამტკიცდეს და „ტოტენჰემში“ ახალი მწვრთნელი დაინიშნოს. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ხელმძღვანელობა გუნდის მიერ აღებული გეზის აქტიურ განხილვაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შუაში „ტოტენჰემმა“ გუნდიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვა და ახალი სეზონი სხვა პორტუგალიელ მწვრთნელთან ერთად დაიწყო, რომელიც მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.
ცნობისთვის, სანტუ „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობის პირველი არჩევანი არც თავიდანვე ყოფილა - მისით კლუბი სხვა ვარიანტების ჩავარდნის გამო დაინტერესდა.
კომენტარები