რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს! » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!

რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!

ახალი ამბები / რაგბი
22-05-2020, 14:22
ცნობილმა ინგლისელმა ჟურნალისტმა კრის ჰიუიტმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტად ბილ ბომონტის მეორე ვადით არჩევის შედეგად შექმნილ ვითარებასა და "ბორჯღალოსნების" მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ფაქტობრივად განაცხადა, რომ სარაგბო აპარტეიდი არსებობს.

რატომ ფლობს ბომონტი გვირგვინს, მაგრამ არ გააჩნია ძალაუფლება
ფორმალურად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ძალაუფლების მფლობელია, მაგრამ შეუძლია კი მისი სრულფასოვად გამოყენება? არჩევნების წინ ბომონტს საზოგადოებისთვის დეტალურად მოუწია იმის ახსნა, თუ რა გააკეთა პრეზიდენტობის პირველ ოთხწლეულში. ეს კი ძალიან ბუნდოვნად გააკეთა.

"ექვსი ერის თასი საკუთარ თავს ეკუთვნის", - განაცხადა ბომონტმა ადრე და ირიბად აღიარა, რომ მიუხედავად


მსოფლიო რაგბის წევრების უმეტესობის სურვილისა, ამ ტურნირის ერთი თვით წინ გადაწევის უნარი არ გააჩნდა. რატომ არ უნდა მოხდეს გლობალურ ტურნირზე გადაადგილებები და რატომ არ უნდა დააწინაურონ ისეთი პერსპექტიული გუნდი, როგორიც საქართველოს ნაკრებია?

მას შემდეგ, რაც ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიჰანი იყო, არაფერიც არ შეიცვალა. მახსოვს, მან მითხრა: "ეს კლასიკური რაგბის ყოველწლიური ყველაზე დიდი ტურნირია, ყველაზე მომგებიანია ტელეტრანსლაციებისა და ბილეთების რეალიზაციის მხრივ. რატომ უნდა შევცვალოთ რამე?

ევროპის ყველა ძლიერი ნაკრებიც ჩვენთანაა. ახალი მონაწილის შემოყვანის ერთადერთი საშუალება გაფართოებაა. ამასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია რომელიმე მონაწილის გაშვება. ახალი გუნდის დამატება მატჩების რაოდენობისა და დატვირთვების გაზრდას ნიშნავს. თავადაც გესმით, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. რატომ უნდა ავიტკიოთ თავი საქართველოს, რუმინეთის ან კიდევ ვინმეს დამატების გამო?"

ეს კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო რაგბის ფუნქციონერები სულაც არ გახლავან ყოვლისშემძლენი, რადგან ტურნირი მათ არ ეკუთვნით. ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა. მთავარი სარაგბო ორგანიზაცია ეროვნული კავშირებისგან შედგება, ხოლო ყველაზე ძლიერი ექვსი ერის ბლოკია. 51 ხმიდან 18 მას ეკუთვნის.

ექვსი ერის წარმომადგენლებს მსოფლიოს რაგბიში დირექტორების ცხრიდან ხუთი მაღალი პოსტი უკავიათ. ბილ სუინი (ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი), გარეთ დევისი (უელსის რაგბის კავშირის თავმჯდომარე), ჯონ ჯეფრი (შოტლანდიის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანი), ანტონიო საკა (იტალიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი) და ბერნარ ლაპორტი (საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ბომონტის მარჯვენა ხელი).

ვარაუდობენ, რომ ოთხ წელიწადში ბომონტს ლაპორტი შეცვლის.

ერთად ისინი მრისხანე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. თუ კოლექტივი გადაწყვეტს, რომ მათ ნაკრებთა ინტერესებში თავიანთ ჩაკეტილ კლუბში დარჩენაა, ასეც მოხდება. მრავალპოლუსიანობა რაგბის მართვაში პოპულარული არ არის. ეს სისტემა ყოველთვის მუშაობდა, მაგრამ კორონავირუსის პირობებში ჩინოვნიკებს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და იმაზე ფიქრი მოუწიათ, თუ როგორ მოექცნენ მეორე ეშელონის ქვეყნებს. აქ ძველმა მეთოდებმა ვერ ივარგა.

მართლაც, საერთო-სახალხო თამაში ფეხბურთი დემოკრატიის შუქურაა, რასაც რაგბიზე ვერ ვიტყვით. ფიფას, რა თქმა უნდა, კორუფციასთან დაკავშირებით უსიამოვნო მომენტები ჰქონდა, მაგრამ ამ ორგანიზაციაში წესი მოქმედებს:  ერთი ფედერაცია - ერთი ხმა. რაგბი ამისგან შორსაა.

მოდით, ღარიბი ნათესავებიდან, წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ტონგა ავიღოთ, რომელსაც კარგა ხანი არაკეთილსინდისიერად ექცეოდნენ. 2017 წლის მსოფლიოს თასზე მათ ძალიან შეაშინეს მომავალი ჩემპიონი სამხრეთი აფრიკა, ოთხი წლის შემდეგ ფინალისტ საფრანგეთს სძლიეს, ხოლო იგივე კინაღამ იაპონიაში გაიმეორეს.  ამ ტონგას ჯერაც არა აქვს საარჩევნო ხმა, სამაგიეროდ, ეს ხმა აშშ-სა და კანადას გააჩნიათ. აშშ-მა მსოფლიოს სამ თასზე 25 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, კანადამ კი 2003 წლიდან მოყოლებული - 1.

მსოფლიო რაგბის მმართველებს უყვართ თანასწორუფლებიანობაზე ლაპარაკი, თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ყველაფერი იქვე მთავრდება.

ბომონტზე უკეთ არავინ იცის, რაგბისთვის ამ მძიმე დროში რაოდენ მნიშვნელოვანია მოლოდინითა და დაპირებებით მართვა. ეს ბრძნული მიდგომაა, მაგრამ ალბათ, საოცრად დამამწუხრებელიცაა. პრეზიდენტი გვირგვინოსანია, თუმცა სამეფო რეგალიები სხვებს ეკუთვნით.
კომენტარები
რატომ გამანთავისუფლეთ? მიშას მონებო...ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დააპურა"-ქართველი ემიგრანტი
რატომ გამანთავისუფლეთ? მიშას მონებო...ბიძინა...
4-05-2020, 21:25
ტრაგედია – 18 წლის ქართველო მორაგბე გარდაიცვალა
ტრაგედია – 18 წლის ქართველო მორაგბე გარდაიცვალა...
2-05-2020, 09:07
100 მილიონი მსოფლიო რაგბისგან – რამდენი ერგება საქართველოს?
100 მილიონი მსოფლიო რაგბისგან – რამდენი ერგება...
17-04-2020, 13:07
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно