
ბარსელონა ხვალ ამოქმედდება - ჩავი ლაპორტას ზარს ელის
ახალი ამბები / ფეხბურთი
28-10-2021, 01:20
ჟურნალისტ ხულიო მალდონადოს ცნობით, "ბარსელონას" ლეგენდა და "ალ სადის" ამჟამინდელი თავკაცი, ჩავი ერნანდესი ჟოან ლაპორტასგან ზარს ელის.
მიუხედავად ამისა, Mundo Deportivo-სა და RAC1-ის ინფორმაციით, "ბარსას" მესვეურები რონალდ კუმანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ამაღამ არ აპირებენ. თუმცა, ცვლილებებს ხვალიდან უნდა ველოდოთ.
ნიდერლანდელი სპეციალისტის მდგომარეობა "რაიო ვალიეკანოსთან" წაგებამ კიდევ უფრო დაამძიმა. "ბლაუგრანა" 10 თამაშის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. ამასთან, ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში, გუნდმა 3 მატჩში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა.
კომენტარები