ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნას გამორიცხავს და მხოლოდ ორი გუნდის წინადადებას განიხილავს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნას გამორიცხავს და მხოლოდ ორი გუნდის წინადადებას განიხილავს

ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნას გამორიცხავს და მხოლოდ ორი გუნდის წინადადებას განიხილავს

ახალი ამბები / ფეხბურთი
26-10-2021, 01:35

რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ოლე გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობას არ აპირებს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.

ფრანგი სპეციალისტი უახლოეს პერიოდში არცერთი გუნდის ჩაბარებას არ გეგმავს, რადგან დასვენება უნდა. ამ მიზეზით, ზიზუ "ეშმაკუნების" თავკაცად მუშაობის ვარიანტს არც კი განიხილავს.

ზიდანის გეგმები მხოლოდ შეიძლება ორმა წინადადებამ არიოს - "პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების. თუ მაურისიო პოჩეტინო პარიზულ კლუბს დატოვებს, ზინედინი ამ გუნდში საქმიანობის შესაძლებლობას განიხილავს.

შეგახსენებთ, 49 წლის ფრანგმა სპეციალისტმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მაისში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

თავის მხრივ, "ლივერპულთან" (0:5) "ოლდ ტრაფორდზე" განადგურების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედში" სოლსკიაერის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კომენტარები
აპირებს თუ არა მანჩესტერი სოლსკიაერის გაშვებას?
აპირებს თუ არა მანჩესტერი სოლსკიაერის გაშვებას?...
16-10-2021, 08:32
კრიშტიანუ რონალდუს განცხადება ოლდ ტრაფორდზე ლივერპულთან განადგურების შემდეგ
კრიშტიანუ რონალდუს განცხადება ოლდ ტრაფორდზე...
26-10-2021, 01:32
არის თუ არა კუმანის მომავალი ელ კლასიკოს შედეგზე დამოკიდებული? - ლაპორტას პასუხი
არის თუ არა კუმანის მომავალი ელ კლასიკოს შედეგზე...
24-10-2021, 13:35
პირლოს მოყვანა ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდს სურს - უახლესი ცნობა
პირლოს მოყვანა ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდს სურს...
1-10-2021, 10:34
"ლივერპული ამაზე მაღლა დგას", - გულშემატკივარმა გვარდიოლას ერთ-ერთ თანაშემწეს შეაფურთხა
"ლივერპული ამაზე მაღლა დგას", - გულშემატკივარმა...
4-10-2021, 01:15
სულშერმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ ვესტ ჰემთან
სულშერმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ ვესტ...
25-09-2021, 10:15
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно