სალაჰი: "საკუთარი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
სალაჰი: "საკუთარი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს"

სალაჰი: "საკუთარი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს"

ახალი ამბები / ფეხბურთი
23-10-2021, 16:45

"ლივერპულის" ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ეგვიპტელი თავდამსხმელის მიზანია მერსისაიდში კარიერის ბოლომდე დარჩენა.

"საკუთარი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. ჩემი მიზანია ლივერპულში კარიერის ბოლომდე დარჩენა, რადგან სხვა გუნდში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია.

იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ მომავალში, სხვა კლუბის მაისურით ჩემს ამჟამინდელ გუნდს დავუპირისპირდები. ჩემი ადგილი არის სწორედ მერსისაიდში და არა სხვაგან.

ცხადია, ყველაფერი ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული, საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა იღებს", - განაცხადა "წითლების" ფორვარდმა.

შეგახსენებთ, "სქაუზერთა" მე-11 ნომრის სახელი უკანასკნელ პერიოდში მადრიდის "რეალს" დაუკავშირეს. "სამეფო კლუბი" "ფარაონს" თითქოს კილიან მბაპეს ალტერნატივად განიხილავს.


კომენტარები
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა...
21-10-2021, 18:17
ღარიბაშვილი: გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე
ღარიბაშვილი: გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი...
27-08-2021, 20:17
ბარსელონაში რონალდინიოს ქმედებით აღშფოთებულები არიან - ბრაზილიელმა კატალონიელები უკვე მეორედ გაამწარა
ბარსელონაში რონალდინიოს ქმედებით აღშფოთებულები...
20-10-2021, 13:49
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно