იბრაჰიმოვიჩი: "ჩვენი წაგება სამყაროს დასასრული არაა, რწმენა უნდა შევინარჩუნოთ" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
იბრაჰიმოვიჩი: "ჩვენი წაგება სამყაროს დასასრული არაა, რწმენა უნდა შევინარჩუნოთ"

იბრაჰიმოვიჩი: "ჩვენი წაგება სამყაროს დასასრული არაა, რწმენა უნდა შევინარჩუნოთ"

ახალი ამბები / ფეხბურთი
21-10-2021, 08:13

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „პორტუსთან“ (0:1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, მიუხედავად მორიგი წაგებისა, ჯერ არაფერი დასრულებულა და ბოლომდე უნდა იბრძოლონ.

„ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული სამი თამაშიდან ეს ყველაზე უარესი იყო, მაგრამ როცა კარგად ვითამაშეთ, მაშინაც ქულა ვერ მოვიპოვეთ. უნდა გავიზარდოთ, ბევრი ფეხბურთელი პირველად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, უნდა გაზარდონ თავდაჯერება და გამოცდილება მიიღონ, მაგრამ ეს საბაბი არ უნდა იყოს. ჩვენ „მილანი“ ვართ და ჩემპიონთა ლიგაზეც საჭიროა ქულების მოპოვება, არა მხოლოდ სერია A-ში.

უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, სამყაროს დასასრული არ არის იმის გამო, რომ წავაგეთ. შიდა ჩემპიონატში კარგად ვთამაშობთ, ჩემპიონთა ლიგაზე ნაკლებად, მაგრამ აქაც რაღაცებს ვაკეთებთ. საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დავკარგოთ, ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩემი კონდიცია? ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით ქულა არ მოუპოვებია და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ „როსონერიმ“ ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საწყისი სამივე მატჩი.


კომენტარები
პიკემ რობერტო კარლოსის რეკორდი გაიმეორა
პიკემ რობერტო კარლოსის რეკორდი გაიმეორა...
21-10-2021, 08:16
"ორ გუნდს გამოვარჩევდი", - პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა
"ორ გუნდს გამოვარჩევდი", - პოჩეტინომ ჩემპიონთა...
15-09-2021, 12:47
"ყურადღებით იყავით..." - აგუერო გულშემატკივრებს აფრთხილებს
"ყურადღებით იყავით..." - აგუერო გულშემატკივრებს...
11-09-2021, 10:14
მესიმ დებიუტი საიუბილეო მაჩვენებელს დაამთხვია - ლეო ისტორიას ახლა "პსჟ-ში" წერს
მესიმ დებიუტი საიუბილეო მაჩვენებელს დაამთხვია -...
16-09-2021, 01:33
ანჩელოტი:„„რეალის“ მიზანი მხოლოდ მოგებაა“
ანჩელოტი:„„რეალის“ მიზანი მხოლოდ მოგებაა“...
28-09-2021, 08:51
რატომ ვერ მოხვდა კაიო ჟორჟე "ზენიტთან" მატჩის განაცხადში
რატომ ვერ მოხვდა კაიო ჟორჟე "ზენიტთან" მატჩის...
20-10-2021, 01:25
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно